Restauracja Gruzja Bydgoszcz

Restauracja Gruzja Bydgoszcz Każda okazja jest dobra do skosztowania naszych pysznych dań gruzińskich

10/02/2023
26/01/2023

”საქართველოში თაობა არ გაიზრდება რომელიც ომს არ ნახავსო”!
ძველი ქართული ანდაზაა.

როცა ეს, მამების რომელიმე თაობას ავიწყდება, სუსტი შვილები ეზრდება ძალაუნებურად.

ამიტომ ასეთი შვილების თაობა, ომს კი არ აგებს, არამედ ომს უ ბ ე დ ა ვ ე ნ !!!

მთელი ლოგიკა ესაა.

როგორც დიდებული პოეტი ამბობდა - "ვერ დაივიწყებ ვინც გიყვარს, შეყვარებული დარჩები...ო"

სამშობლო სწორედ ის წერტილია გულში, რომელსაც ვერასდროს დაივიწყებ, მისი დაცემის, გაფარჩაკების, განადგურების მიუხედავად.

როგორც დედას უფრო უყვარს ავადმყოფი შვილი, და ზრუნავს, ასევე უყვარს ნამდვილ მამულიშვილს სამშობლო...

საშინლად მაღიზიანებს ეს ყბადაღებული ფრაზა - "აბა ომი გინდა?" "ძალიან ცოტანი ვართ, რუსეთი დიდია, ჩაგვყლაპავს" და ა.შ.

კი, ცოტანი ვართ, თუმცა, სულ ასე ვიყავით.ვვიბრძოდით, და მოვედით დღემდე.

სამშობლოსთვის გაუგონარი თავგანწირვა ყოველთვის იყო ჩვენი ერის ეროვნული ხასიათის ერთ ერთი დიდებული თვისება.

მერე რა რომ ცოტანი ვართ?

თქვენი თავები მგლებად წარმოიდგინეთ, მტრები კი ცხვრის ფარად, როცა მგელი ფარას ესხმის განა რა მნიშვნელობა აქვს რამდენი ცხვარია ფარაში?!

არ გვაქვს ის ფუფუნება გულხელდაკრეფილი ვიჯდეთ.
ვფიქრობ ყველამ განურჩევლად სქესისა, უნდა მიიღოს სამხედრო ცოდნა.

არსებობს მსგავსი ორგანიზაციები სადაც ახალგაზრდებს აქვთ საშუალება მიიღონ შესაბამისი გამოცდილება! (აისი, მაზნიაშვილის ლეგიონი და ა.შ)

დროა ღირსეულ, მებრძოლ ერად ჩამოვაყლიბდეთ.

სრულიად ვეთანხმები გიორგი კვინიტაძის სიტყვებს
,,არმია თავისი ხალხის თვისებების ანარეკლია, რადგან პირმშოა ამ ხალხისა, მისი სისხლი და ხორცი. არმია სარკესავით აირეკლავს თავისი ხალხის ყველა კეთილ და მანკიერ თვისებას, მისი ძლიერებისა და ბრძოლისუნარიანობის ხარისხი შეესაბამება ხალხის შინაგანი ძლიერების და განვითარების ხარისხს“.
დიდება საქართველოს! ✊🇬🇪🇬🇪

13/01/2023

* * *
ღმერთო,
ისეთ სიმაღლეზე ნუ ამიყვან, საიდანაც ადამიანი არ
გამოჩნდება...
ისე ნუ გამაძღებ, შიმშილი საერთოდ დამავიწყდეს...
ისე ნუ გამამდიდრებ, ყველას და ყველაფრის ყიდვა
რომ შემეძლოს და სიკეთესაც, როგორც უმნიშვნელო
ხურდას, ისე ვარიგებდე...
ისეთი ძალით ნუ შემმოსავ, სიმართლეს ახლობლებიც
ვერ მიბედავდნენ...
ისე ნუ წამართმევ გონებას, სამშობლოს მოღალატეებს
ტაშს ვუკრავდე...

// ვახტანგ ღლონტი//

Adres

Gdańska 18
Bydgoszcz
85-006

Strona Internetowa

Ostrzeżenia

Bądź na bieżąco i daj nam wysłać e-mail, gdy Restauracja Gruzja Bydgoszcz umieści wiadomości i promocje. Twój adres e-mail nie zostanie wykorzystany do żadnego innego celu i możesz zrezygnować z subskrypcji w dowolnym momencie.

Skróty

Udostępnij