19/03/2020
ბევრჯერ მეწყინა და მოვითმინე...
ბევრი "არაუშავს" დავმარხე...
გულო,შენს ხელში ვარ-დამინახე!..
გულო,არასოდეს დავმარცხდეთ!..
ბევრჯერ ვითომ ვეღარ გავიგონე...
ბევრჯერ ბევრი იყო სათქმელი...
მაგრამ,უფლის კალთას ჩავეკონე,
მუჭში ანთებული სანთელით...
სულო,შენ ხომ იცი სად გეტკინა...
სულო,შენ ხომ იცი რის ფასად...
კბილით ხორცი უნდა დაგეკბინა-
როცა გზას აგებდი ძვირ-ფასად...
კიდევ კარგი,ასე მამაცი ხარ!..
მხოლოდ უფლის რწმენით დადიხარ...
ასი ლახვარით ვერ დაგამსხვრევენ-
წყალი ვერ წაგიღებს! კარგი ხარ!
ია ნანეიშვილი