Bemoni Culinary

Bemoni Culinary Contact information, map and directions, contact form, opening hours, services, ratings, photos, videos and announcements from Bemoni Culinary, Restaurant, Kakuca Cholokashvili 18, Telavi.

სოციალური საწარმო კაფე „ბემონი კულინარი“ დაარსდა ჰოლანდიის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ დაფინანსებული პროექტის - „აღმოვფხვრათ ხარვეზები: მოწყვლადი ჯგუფების უფლებებისა და ჯანმრთელობის
დასაცავად“ ფარგლებში, რომელიც განხორციელდა ჰოლანდიური (შიდსის ფონდი აღმოსავლეთ-დასავლეთი) და ადგილობრივი (საზოგადოებრივი გაერთიანება „ბემონი“) ორგანიზაციების მიერ

Social Enterprise - “Bemoni Culinar” is establish

ed within the framework of the project “Bridging the Gaps : Health and Rights of Key Populations”, funded by the Ministry of
Foreign Affairs of the Netherlands, Implemented by the organizations: ICF “AIDS Foundation East-West”* (AFEW-Ukraine) and Bemoni Public Union

ვაგრძელებთ რეცეპტების პრეზენტაციას და წარმოგიდგენთ ვენური ვაშლის შტრუდელს:ულუფა:1. შტრუდელი - 1 ნაჭერი2. კარამელის სოუსი...
08/11/2016

ვაგრძელებთ რეცეპტების პრეზენტაციას და წარმოგიდგენთ ვენური ვაშლის შტრუდელს:
ულუფა:
1. შტრუდელი - 1 ნაჭერი
2. კარამელის სოუსი - 2 სუფრის კოზვი
3. ვანილი ნაყინი - 1 ბურთულა

ცომი
ინგრედიენტები (6 ნაჭერი):
4. პურის ფქვილი - 250 გრ
5. მარილი - 2 გრ
6. 1 ჩაის კოვზი ძმარი ან ლიმონის წვენი
7. კვერცხი - 1 ცალი
8. თბილი წყალი - 100 გრ
9. ზეთი - 30 მლ
10. კიდევ საჭიროა: ფქვილი შესაზელად, გამდნარი კარაქი მოსამზადებლად და შაქრის პუდრა მოსაყრელად
მომზადება: ფქვილში გავაკეთოთ ჩაღრმავება, ჩავასხათ წყალი, ზეთი, კვერცხი, მოვზილოთ ცომი. ხელებს რომ აღარ მიეკვრება, მზადაა. გავაკეთოთ გუნდა, ზემოდან ბლომად წავუსვათ ზეთი, დავაფაროთ და დავტოვოთ 30 წთ. ამ ცომის შენახვა შესაძლებელია მაცივარში 3 დღე. რომ გამოვიღებთ, ცოტა ხანი დავდებთ, რომ შეთბეს.

გულსართი
ინგრედიენტები (6 ნაჭერზე):
1. კარაქი - 50 გრ
2. ორცხობილას საფანელი - 100 გრ
3. შაქარი - 150 გრ
4. დარიჩინი - 10 გრ (2 ჩაის კოვზი)
5. ქიშმიში - 170 გრ
6. ლიმონის წვენი - 2 სუფრის კოვზი
7. რომი (ან კონიაკი) – 30 გრ
8. ნუში, თხელ ფირფიტებად დაჭრილი - 100 გრ
9. 1,1 კგ მჟავე ვაშლი
მომზადება: ქიშმიშს ვყრით რომში და ვაჩერებთ 10 წთ. გათლილ ვაშლს ვჭრით წვრილ თხელ ნაჭრებად და ვასხამთ ლიმონის წვენს, რომ არ გაშავდეს. შაქარს და დარიჩინს ვურევთ ერთმანეთში.საშუალო ცეცხლზე ვადნობთ კარაქს, ორცხობილას საფანელს ვყრით კარაქში, ვურევთ და ვწვავთ, სანამ მოყავისფრო-ოქროსფერი არ გახდება. ტაფაზე ვამატებთ ვაშლს ლიმონის წვენით, დარიჩინს და შაქარს, ქიშმიშს რომით, ნუშს, ვურევთ, ვთიშავთ და ვაგრილებთ.

დავაფინოთ ცომი ტილოზე. გაჭიმული ცომის ნახევარზე ფუნჯით წაუსვით გამდნარი კარაქი და ამ ნახევარზე დაყარეთ კარაქიანი და შაქრიანი ორცხობილას საფანელი და გაანაწილეთ, ზემოდან დააყარეთ ვაშლის ნაჭრები ქიშმიშთან ერთად. გვერდებზე ცოტა ადგილი დატოვეთ

გადმოკეცეთ გვერდები და დაიწყეთ გადახვევა - დაიხმარეთ ტილო

ნელ-ნელა გადაიტანეთ რულეტი გამოსაცხობ ქაღალდზე ნაკერით ქვემოთ, ფუნჯით წაუსვით ზემოდან გამდნარი კარაქი. გააჩერეთ 20-30 წთ
გამოვაცხოთ წინასწარ გახურებულ ღუმელში 190 გრადუსზე ½ საათის განმავლობაში. ოქროსფერ-ყავისფერი რომ გახდება, მზადაა
გამოღების შემდეგ კიდევ გადაუსვით გამდნარი კარაქი. ოდნავ რომ შეგრილდება, მოაყარეთ შაქრის პუდრა და დაჭერით
მივართათ ვანილის ნაყინით და კარამელის სოუსით.
გაამოთ!

04/11/2016

„ერეკლეობა“-ზე, (თელავში), 7 ნოემბერს, ახალი ბაღის მიმდებარე ტერიტორიაზე, თეატრის წინ, ბემონი კულინარი გეპატიჟებათ პირველი კახური პიცის - „დედას პიცა“ პრეზენტაციაზე. 11:00 საათიდან იქ ვართ.

კიდევ ერთი რეცეპტი:შემწვარი ბურთებიბურთის გასაკეთებლად დაისველეთ ხელები და ისე დაამრგვალეთ მომზადებული მასა(1 ჩაის კოვზი...
02/11/2016

კიდევ ერთი რეცეპტი:
შემწვარი ბურთები
ბურთის გასაკეთებლად დაისველეთ ხელები და ისე დაამრგვალეთ მომზადებული მასა(1 ჩაის კოვზი). ერთ ჯამში ჩაყარეთ პურის ფქვილი, მეორეში - გათქვეფილი კვერცხი მარილით და შავი პილპილით, ხოლო მესამეში - ორცხობილას საფანელი. ბურთი რიგ-რიგობით ამოავლეთ სამივე ჯამში, შემდეგ - ორ-ორჯერ კიდევ ამოვავლოთ მეორე და მესამე ჯამში. გამზადებული ბურთები 30-60 წუთით აუცილებლად მოათავსეთ საყინულეში.ფრიტურში მოთავსებიდან 2 წუთში გადააბრუნეთ ბურთები და კიდევ 2 წუთი შეწვით (ჯამში 4 წუთი საკმარისია)
ყველის ბურთები
კერძის ინგრედიენტები:
 შემწვარი ბურთი - 5 ცალი
 სოკოს სოუსი - 2,5 სუფრის კოვზი
კერძის მომზადება: მოგრძო თეფშზე ვდებთ 5 ბურთს და ჭურჭელს სოუსით (სოკოს სოუსი თავისი ჭურჭლით შევდგათ მიკროტალღურ ღუმელში და 1 წუთის განმავლობაში შევათბოთ).

ინგრედიენტები ბურთებისთვის (87 ბურთი):
1. იმერული ყველი ან სულგუნი - 1 კგ
2. არაჟანი - 4 სუფრის კოვზი
3. ნიორი - 5-6 კბილი
4. კვერცხი - 1 ცალი
5. კამა - 1 კონა
6. ორეგანო - 1 ჩაის კოვზი
7. შავი პილპილი გემოვნებით
8. 11 კვერცხი, ფქვილი, ორცხობილას საფანელი ამოსავლებად (1 კგ)
მომზადება: გავხეხოთ ყველი ან სულგუნი (თუ მარილიანია, წინასწარ დავალბოთ. მარილიანი სულგუნი ჯერ უნდა გაიხეხოს და შემდეგ დავალბოთ მარლაში გახვეული), დავამატოთ არაჟანი, კვერცხი, დანაყილი ნიორი, დაჭრილი მწვანილი და წიწაკა. მარილი არ უნდა. ყველაფერი ავურიოთ. მიღებული მასა ავიღოთ ჩაის კოვზით, გავაკეთოთ პატარა ბურთი, ამოვავლოთ ფქვილში, შემდეგ გათქვეფილ კვერცხში და კიდევ ერთხელ საფანელში, კვერცხში და საფანელში ამოვავლოთ კიდევ 2-ჯერ. შევწვათ ბევრ ზეთში.
გაამოთ!

შემოგთავაზებთ რეცეპტს ბემონი კულინარის წინა მენიუდან:"ღორის ნეკნები შემწვარი კარტოფილით და კომბოსტოს სალათით"კერძის ინგრ...
31/10/2016

შემოგთავაზებთ რეცეპტს ბემონი კულინარის წინა მენიუდან:
"ღორის ნეკნები შემწვარი კარტოფილით და კომბოსტოს სალათით"
კერძის ინგრედიენტები:
 შემწვარი ღორის ნეკნები - 250 გრ
 კარტოფილი ფრი - 100 გრ
 მექსიკური სოუსი - 2,5 სუფრის კოვზი
 კომბოსტოს სალათი - 1 ულუფა

ინგრედიენტები ღორის ნეკნებისთვის (4 ულუფა)
 ღორის ნეკნები - 2 კგ
ნეკნებზე წასასმელი ნარევი (4 ულუფა):
 შაქარი - 1 სუფრის კოვზი
 წითელი წიწაკა - 2 ჩაის კოვზი
 მარილი - 1 სუფრის კოვზი
 პაპრიკა (წითელი ბულგარული დაფქვილი) – 1 ჩაის კოვზი
 ნიორი დანაყილი - 2-3 კბილი
 ძმარი - 3 სუფრის კოვზი
სოუსი (შემწვარ ნეკნებზე მომსასხმელი, 4 ულუფა)
 კარაქი - 2 სუფრის კოვზი
 კეტჩუპი - 4 სუფრის კოვზი
 თაფლი - 1 სუფრის კოვზი
 შაქარი - 1 სუფრის კოვზი
 ფრანგული მდოგვი - 1 სუფრის კოვზი
 ძმარი - 2 სუფრის კოვზი
 მარილი, შავი პილპილი გემოვნებით (წითელი წიწაკა არ უნდა)
მომზადება: გავადნოთ კარაქი, დავამატოთ კეტჩუპი, ვურიოთ, დავამატოთ დანარჩენი ინგრედიენტები.
ნეკნების მომზადება: ნეკნებს გავაცალოთ აპკი, წავუსვათ წასასმელი ნარევი, კარგად შევაზილოთ და მოვათავსოთ მაცივარში (მინიმუმ სამი საათი, უმჯობესია, წინა დღეს; შეგვიძლია, სამი საათი მაცივარში დაყოვნების შემდეგ დავყოთ ულუფებად, გავახვიოთ საკვების ცელოფანში და შევინახოთ საყინულეში). შევწვათ გრილზე სრულ მომზადებამდე, ცხელ ნეკნებს მოვასხათ ცხელი სოუსი.

კომბოსტოს სალათი (სამარხვო)
ინგრედიენტები (3 ულუფა):
 კომბოსტო - 200 გრ
 მწვანე ხახვი - ½ კონა
 წითელი ბულგარული წიწაკა - 1 ცალი
 სიმინდი კონსერვირებული - 2 სუფრის კოვზი
 შაქარი - 1 ჩაის კოვზი
 ზეთი - 1 სუფრის კოვზი
 ძმარი - 1 სუფრის კოვზი
 მარილი, წითელი და შავი წიწაკა - გემოვნებით
 ფრანგული მდოგვი - 1 ჩაის კოვზი
 ნიორი დანაყილი - 1 კბილი
 მარილი, შავი პილპილი გემოვნებით
მომზადება: დავჭრათ კომბოსტო, ბულგარული, დავაყაროთ სიმინდი, ავურიოთ. ცალკე ავურიოთ ერთმანეთში დანარჩენი იგრედიენტები, კარგად გავთქვიფოთ, მოვასხათ კომბოსტოს.

დიდ თეფშზე შუაში ჩავდგათ ჭურჭელი მექსიკური სოუსით (პატარა ფიალა), თეფში წარმოსახვით გავყოთ სამ ნაწილად, ერთ მხარეს დავაწყოთ შემწვარი ნეკნები, მეორე ნაწილში - კარტოფილი ფრი, ხოლო მესამე ნაწილში - სალათი.

ახალი მენიუ:
06/07/2016

ახალი მენიუ:

06/07/2016
დაბადების დღეც ჩავატარეთ...
22/06/2016

დაბადების დღეც ჩავატარეთ...

კაფემ კახეთის რეგიონში ნარკოტიკების მოხმარებისა და აივ/შიდსის პრევენციის სათათბიროს უმასპინძლა
21/06/2016

კაფემ კახეთის რეგიონში ნარკოტიკების მოხმარებისა და აივ/შიდსის პრევენციის სათათბიროს უმასპინძლა

Address

Kakuca Cholokashvili 18
Telavi
2200

Telephone

23 24 04

Website

Alerts

Be the first to know and let us send you an email when Bemoni Culinary posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The Business

Send a message to Bemoni Culinary:

Share

Category