მაჭახელა ცნობილი ქართული კერძის, ხაჭაპურის რესტორნების ქსელს წარმოადგენს. დღესდღეობით ეს ქსელი საქართველოში რესტორნების ყველაზე მრავალრიცხვოვან ქსელად ითვლება. მაჭახელა ცნობილია მისი უგემრიელესი აჭარული ხაჭაპურითა და უამრავი სხვა, ყველითა თუ ბოსტნეულით მომზადებული კერძით. ხარისხიანი ინგრედიენტებისა და გამოცდილი მზარეულების გარდა, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიზეზი რატომაც მაჭახელას ხაჭაპური გამორჩეულად
გემრიელია არის ის რომ, იგი შეშის ღუმელში ცხვება. სწორედ ეს აძლევს მას შეუდარებელ ფერსა და გემოს.
„მაჭახელას“ სახაჭაპურეების მისამართები:
- კოსტავას № 77, სამუშაო საათები: 10.00 - 23.00 სთ; ტელ: 2-36-38-80;
- ლესელიძის (კოტე აფხაზის) № 26; სამუშაო საათები: 10.00 - 23.30 სთ; ტელ: 2-10-21-19;
- მარჯანიშვილის ქ. № 16; სამუშაო საათები: 10.00 - 21.00 სთ; ტელ: 2-91-19-59:
- არაყიშვილის № 5; სამუშაო საათები: 10.00 - 22.00 სთ; ტელ: 2-22-05-37;
- წერეთლის № 77. სამუშაო საათები: 10.00 - 21.00 სთ; ტელ: 2-34-23-38;
”სამიკიტნო”-ს რესტორანი იდეალური ადგილია მათთვის, ვისაც ქართული სამზარეულო უყვარს. რესტორანთა ქსელი მომხმარებელს სთავაზობს ტრადიციული ქართული კერძების ფართო არჩევანს და, ასევე, განსხვავებული კერძების საინტერესო შეხამებით მიღებულ ახალ მენიუს. სამიკიტნოს ინტერიერში გამოყენებული აგურისა და ხის კომბინაცია თბილისურ გარემოს ნამდვილად უხდება. ფერადვიტრაჟიანი პატარა სანათები დარბაზს სიმყუდროვეს მატებს. კედლები ფიროსმანის რეპროდუქციებით და ძველი თბილისის შავ-თეთრი ფოტოებით არის გაფორმებული.
„მაჭახელა-სამიკიტნოს“ რესტორნების მისამართები:
- მეიდანი, თუმანიანის № 23; ტელ: 577-71-07-88;
- აღმაშენებლის № 106; ტელ: 577-73-77-66;
- კოსტავას № 77; ტელ: 577-49-77-66:
- რუსთაველის № 24, ლაღიძის №1; ტელ: 577-63-22-93:
- გოგებაშვილის № 5, ობელისკის მიმდებარედ; ტელ: 577-54-77-66;
- პუშკინის № 5-7; ტელ: 577-96-77-66;
მუშაობს 24 საათის განმავლობაში.