16/02/2026
☘️ ვეგეტარიანული, უგემრიელესი კერძი - კრემში მოთუშული სოკო და ბრუსელის კომბოსტო, პასტის გარნირით 🍜🥬🍄
📜 ინგრედიენტები
🍄 1.500 კგხის სოკო - კალმახა
🥬 0.500 კგ. ბრუსელის კომბოსტო
🧄 4 კბილი ნიორი
🍶 300 მლ. რძე
🍶 200 მლ. ნაღები (20%)
☘️ ნახ. კონა ოხრახუში
🌰 მწიკვი ჯავზი (მუსკატი)
🍝 1 შეფუთვა 450-500 გრამიანი პასტა (მე ბარილას ფუსილი გამოვიყენე)
🧀 40-50 გ. ყველი პარმეზანი
🫙 მარილი და შავი პილპილი გემოვნებით
🧈 ცხიმი თვალის ზომით
👩🍳 მომზადება
გავრეცხოთ სოკო, საგულდაგულოდ გავწუროთ მუჭით და დავჭრათ საშუალო ზომაზე. გავახუროთ ტაფა, მოვწვათ ცხიმი (მე კარაქი და ავოკადოს ზეთი გამოვიყენე)
დავაყაროთ სოკო და მოვბრაწოთ მაღალ ცეცხლზე. სოკო რომ მივა მობრაწვამდე, დავუმატოთ მრგვალად დაჭრილი ნიორი და ცოტახანი მოვშუშოთ. შევურიოთ გარეცხილი, ოთხად გაჭრილი ბრუსელის კომბოსტო, დავაყაროთ მარილი, შავი პილპილი, ამოვურიოთ და ყველაფერი ერთად მოვშუშოთ 8-10 წუთი, შიგადაშიგ ვურიოთ.
ცალკე ჯამში გავაერთიანოთ რძე და ნაღები, მოვაყაროთ მწიკვი ჯავზი და შევურიოთ სოკოსა და ბრუსელის კომბოსტოს, ამის შემდეგ ჭურჭელს ვახურავთ თავსახურს და დაბალ ცეცხზლე ვშუშავთ ყველაფერს ერთად 10 წთ.
ცალკე ქვაბში მოვხარშოთ ალდენტემდე პასტა. სანამ პასტას წყალს გადავუწურავთ, ნახევარი ჭიქა ნახარში გადავინახოთ. მოხარშულ პასტას გადავუწუროთ წყალი, დავაცადოთ დაიწუროს , ხოლო შემდეგ ცალკე ტაფაზე მოვიყვანოთ ცხიმში.
გადანახული პასტის ნახარში კი გადავურიოთ სოკოსა და ბრუსელის კომბოსტოში. ასე სოუსი უფრო კრემოვანი და მსუბუქი ხდება, სახამებლის ხარჯზე.
🍽 სერვირება
ღრმა თეფშზე ვათავსებთ პასტას, ზემოდან ვურთავთ სოკოსა და ბრუსელის კომბოსტოს და ვასხამთ ნაღებისა და რძის სოუსს. მოვაჭრათ ოხრახუში, მოვახეხოთ პარმეზანი
ტოპზე მიკრო მწვანილად გამოვიყენე ბარდის მიკრო მწვანილი - ძალიან მელამაზება მისი დაგრეხილი ფორმები სერვირებისას, რომელიც ვაზს წააგავს 🍃
სურვილისამებრ, თუ გემოს მეტად გამძაფრება მოგინდებათ, შეგიძლიათ მოაწუროთ ლიმონის ან ლაიმის წვენი 🍋🍋🟩
🫳🫴 რჩევა # 1
სოკოს უმალვე არ ვაყრით მარილს, რადგან მარილი სოკოსგან დევნის სითხეს და დაბრაწვის ნაცვლად სოკო იშუშება ☝️ასევე, სოკოს კერძებში გირჩევთ, ხის სოკოს გამოყენებას, რადგან აღნიშნული კალმახა სოკო, მომზადებისას ყველაზე ნაკლებად კარგავს ფორმასა და წონას. ერთი სიტყვით- სხვა სოკოსთან შედარებით კალმახა ყველაზე ბარაქიანი და ნოყიერი სოკოს სახეობაა 💫
რჩევა # 2 - პასტას ვხარშავთ მხოლოდ მარილში. ხარშვისას არანაირი ზეთის ჩამატება ან სხვა ცხიმის ☝️ ასევე, პასტის ხარშვის დრო, მითითებულია ყველა შეფუთვაზე და მიჰყევით ინსტრუქციას.
უკვე მოხარშულ პასტას, არავითარ შემთხვევაში არ ვავლებთ ცივ წყალს, რადგან ცივი წყალი პასტას აცლის სახამებელს, რა დროსაც პასტაში სოუსი ცალკე გარბის, პასტა ცალკე + კარგავს გემოსა და სტრუქტურას ☝️
იმ შემთხვევაში, თუ პასტას ვიყენებთ ცივ სალათებში, მხოლოდ მაგ შემთხვევაშია დაშვებული ცივი წყლის გადავლება 💫
აუცილებლად სცადეთ ეს რეცეპტი, წინ დიდი სიამოვნება გელით 🤗
პ.ს გარდა ვეგეტარიანულისა, ყველიერ მარხვაშიც, ძალიან გამოსადეგი რეცეპტია 🌱
#რეცეპტი #ვეგეტარიანული