04/02/2024
“სვით სენთერი” აცხადებს ვაკანსიას ბუღალტრის პოზიციაზე.
მოვალეობები:
• ყოველდღიური ბუღალტრული დოკუმენტაციის და ოპერაციების წარმოება ;
• პირველადი დოკუმენტების აღრიცხვა ბუღალტრულ პროგრამაში (ბანკები, შესყიდვები, გაყიდვები, ხელფასები და სხვა);
• სასაქონლო-მატერიალური მარაგებისა და ძირითადი საშუალებების აღრიცხვა;
• დებიტორ/კრედიტორების დავალიანებების კონტროლის პროცესში ჩართულობა;
• ბრუნვითი უწყისის სიღრმისეული ანალიზი და ანგარიშებზე სწორი ნაშთების უზრუნველყოფა;
• თვის დახურვის პროცესში მონაწილეობა;
• სხვა, მთავარი ბუღალტრის მიერ დავალებული ოპერაციების შესრულება:
მოთხოვნები
• უმაღლესი განათლება ტექნიკური ან ეკონომიკური მიმართულებით;
• საგადასახადო კანონმდებლობის ძირითადი პრინციპების ცოდნა;
• მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
• საოფისე პროგრამების ცოდნა: (Excel-ის ცოდნა სავალდებულოა);
• ბუღალტრულ პროგრამაში (უპირატესობა მიენიჭება Superfin-ს) მუშაობის გამოცდილება
პიროვნული მახასიათებლები:
• კომუნიკაბელური;
• დეტალებზე ორიენტირებული;
• პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
• მიზანდასახული და პუნქტუალური;
დაინტერესების შემთხვევაში გამოაგზავნეთ თქვენი CV/რეზიუმე შემდეგი ელ. ფოსტის მისამართზე [email protected]