24/10/2024
https://www.facebook.com/share/p/SJ8F7Mvnd5yh3ybB/
ჩვენი ფონდის შვილობილის, საბას მიმართვა საზოგადოებას:
“მოგესალმებით!
მე საბა მქვია.
პირველ ნოემბერს 15 წელი მისრულდება. აქედან 5 წელი კლინიკებში გავატარე. ბევრი ტანჯვა გადავიტანე. მე მძიმე სენი მაწუხებს. 5 წლის პერიოდში მე ჰემოფაგოციტური ლიმფაჰისტიოზი დავამარცხე, ონკოლოგიური დაავადების - მე-4 სტადიის ჰოჯკინის ლიმფომის მკურნალობის პროტოკოლი გავიარე და ეპილეფსიის მკურნალობას ვაგრძელებ.
მე ხშირად ვხედავ დედას ცრემლებს. მართალია, ის ცდილობს, რომ არ დამანახოს ეს ცრემლები, მაგრამ მე მის თვალებში ძლიერ მწუხარებას ვხედავ.
მე ჯერ ცუდად დავდივარ, უფრო ეტლით დამატარებენ. წერა-კითხვაც ჯერ ვერ აღვიდგინე. მე კი ფეხბურთის თამაში მინდა, რომელიც ძალიან მიყვარს, საინტერესო წიგნების კითხვა და ლექსების წერა, როგორც ადრე ვაკეთებდი. ეპილეფსიის შეტევის ძალიან მეშინია. ასეთ დროს ყველაფერი მესმის, მაგრამ განძრევა არ შემიძლია. მესმის როგორ ლოცულობს დედა და ვგრძნობ როგორ ცდილობს, რომ სუნთქვა არ გამიჩერდეს. როდესაც შეტევა გამივლის, ჩამიკრავს გულში და მანუგეშებს. ნუთუ ასე ყოველთვის იქნება?
მშობლებო, ბებიებო და ბაბუებო, გთხოვთ: გაიგონეთ ჩემი ხმა! ძალიან მინდა ნორმალურ ცხოვრებას დავუბრუნდე. მინდა გამოვჯანმრთელდე, გავხდე ძლიერი და სხვებს დავეხმარო. გთხოვთ, დამეხმარეთ ავადმყოფობის დამარცხებაში.
• საქართველოს ბანკი - GE06BG0000000541356344 (GEL/USD/EUR), KRISTINA BALABANOVA (დედა);
• თიბისი ბანკი - GE32TB0661845163622334 (GEL/ USD/ EUR), ANZHELIKA ZAKHAROVA (ბებია);
• Sberbank – ანგარიში მიბმულია ტელეფონის ნომერზე +7 987 548 63 62, KRISTINA BALABANOVA (დედა);
• Ziraat Bank (თურქეთი) - TR96 0001 0020 6894 4210 1250 01 (TRY), REVAZ GOGIDZE (ბაბუა).