Kiwi Vegan Café

Kiwi Vegan Café პირველი ვეგანური კაფე საქართველოში✌

🌱The Future Is Vegan🌱

💚ჩვენ ვქმნით მომავალს💚
(753)

🌱The Future Is Vegan🌱

👉ცვლილებები ჩვენი თეფშიდან იწყება👈

💚 ჩვენ ვქმნით მომავალს💚

,,კივი კაფე" არის პირველი ვეგანური კაფე საქართველოში, რომელიც გაიხსნა 2015 წლის 4 ივლისს. კაფის მიზანია ხელი შეუწყოს ვეგანიზმის პოპულარიზაციას და საკუთარი წვლილი შეიტანოს გარემოს დაცვაში, უსამართლობასთან, სპეცისიზმთან და ცხოველთა ექსპლუატაციასთან ბრძოლაში. ის ასევე სთავაზობს მრავალფეროვან, გემრიელ და ჯანსაღ ვეგანურ ალტერანტივებს იმ ადამიანებს, რომლებიც რელიგიური, ეთიკური, ეკოლოგიური თუ სამედიცინო ინტერესებიდან გამომდინარე უარს ამბობენ ცხოველური პროდუქტების მოხმარებაზე. კაფე უპირატესობას ანიჭებს ლოკალურ პროდუქტებს და ცდილობს ამით საკუთარი წვლილი შეიტანოს ადგილობრივი მეწარმეების ხელშეწყობასა და ეკოლოგიის დაცვაში.

აღსანიშნავია, რომ კაფის შექმნაში მრავალმა აქტივისტმა მიიღო მონაწილეობა, მისი დანიშნულება საწყის ეტაპზე იყო სოციალური და არა კომერციული ფუნქციების შეთავსება. კივის განვითარება სწორედ იმ თანამოაზრეებისა და პერსონალის დამსახურებაა, რომლებიც არ იშურებენ საკუთარ ენერგიას უკეთესი გარემოს შესაქმნელად.

კივი კაფე გარდა ვეგანური სამზარეულოსი, მომხმარებლებს სთავაზობს სივრცეს სოციალური შეხვედრებისთვის, რომლის ფარგლებშიც სხვადასხვა ორგანიზაციების წარმომადგენლებს და აქტივისტებს ეძლევათ შესაძლებლობა მოაწყონ საინფორმაციო, კულტურული, საგანმანათლებლო და სხვა სახის ღონისძიებები. ასევე, უსასყიდლოდ უწევს მათ ტექნიკურ მხარდაჭერას. კაფეში ხშირად იმართებოდა ენის კლუბები, რომელთა ფარგლებშიც აქტიურად იყვნენ ჩართულნი ქართული ენის შესწავლით დაინტერესებული მსმენელები.

აღსანიშნავია, რომ კივი კაფე განსაკუთრებით ზრუნავს საზოგადოების მოწყვლად ჯგუფებზე. ასევე, იძულებით გადაადგილებულ პირებზე. კერძოდ, რუსეთის აგრესიის გამო დაზარალებულ უკრაინელებს კივი კაფე ომის დაწყების დღიდან სთავაზობს უფასო კვებას. რაც შეეხება სოციალურად დაუცველ მოსახლეობას, კაფე მათ სთავაზობს ფასდაკლებებს და რიგ შემთხვევებში უფასო კვებას. კაფეში ფუნქციონირებს ყუთი ტანსაცმელებისა და სხვა ნივთებისთვის.

კაფე აქტიურად არის ჩართული სოციალურ, ეკოლოგიურ და ცხოველთა უფლებების დაცვის აქტივიზმში. მათ შორის, ცნობიერების ამაღლების, თემატური მასალების ქართულ ენაზე ხელმისაწვდომობის ხელშეწყობის, სხვადასხვა აქციების, პერფორმანსების ორგანიზებისა და მხარდაჭერის გზით. კაფემ საკუთარი სახსრებით შეიძინა მარცვლეული და სხვა საკვები პრდუქტები უკრაინელთა დასახმარებლად. შეიქმნა დონაციის ყუთი წინა ხაზზე მყოფი ორგანიზაციების დასახმარებლად, რათა მათ მოეხერხებინათ სამაშველო სამუშაოების ჩატარება. კერძოდ, ცხელი ზონებიდან ცხოველებისა და მოსახლეობის უსაფრთხო ადგილებზე გადაყვანა, მათთვის გადაუდებელი დახმარების გაწევა.

კაფეში ხშირად იმართება ადამიანის უფლებებზე, ცხოველთა და გარემოსდაცვით საკითხებზე ორიენტირებული დოკუმენტური ფილმების ჩვენებები და თემატური დისკუსიები, რომელთა ფარგლებშიც სტუმრები ერთმანეთს საკუთარ დამოკიდებულებებსა თუ გამოცდილებას უზიარებენ.

✌Equality For All✌

07/08/2026

18 წელი აგვისტოს ომიდან🪖
07.08.08.
ჩვენ გვახსოვს❗️

დიდება გმირებს✊️
თავისუფლება და გამთლიანება საქართველოს 🇬🇪

20% of Georgia's internationally recognized territory remains under Russian occupation❗️

ძვირფასო კურიერებო💌🛵მხოლოდ თქვენთვის, კივიში 25%-იანი ფასდაკლება იმოქმედებს ყავის სრულ ასორტიმენტზე და ამერიკულ ორცხობილ...
09/06/2026

ძვირფასო კურიერებო💌🛵მხოლოდ თქვენთვის, კივიში 25%-იანი ფასდაკლება იმოქმედებს ყავის სრულ ასორტიმენტზე და ამერიკულ ორცხობილაზე☕️🍪🍫🥜

მადლობას გიხდით გაწეული შრომისთვის🫡 მწვანეზე გევლოთ💚🛵

💫მეგობრებო, 31 მაისს, თქვენი კივი მზიურში დაგხვდებათ საბავშვო ზეიმზე🥹 გელით მწვანე გულით💚
30/05/2026

💫მეგობრებო, 31 მაისს, თქვენი კივი მზიურში დაგხვდებათ საბავშვო ზეიმზე🥹 გელით მწვანე გულით💚


13/05/2026

მეგობრებო, როგორც იცით, დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების მშობლები თავდაუზოგავად იბრძვიან მათი შვილების სიცოცხლის გადასარჩენად. დღეს გავრცელდა ინფორმაცია, რომ ერთ-ერთმა ობიექტმა მათ სველი წერტილით სარგებლობაზე უარი უთხრა, რაც ძალიან ნეგატიური და სამწუხარო ფაქტია. ვინაიდან ამის საჭიროება შეიძლება არსებობდეს, მზად ვართ, სამუშაო საათებში ნებისმიერ დროს კაფის სივრცეში არსებული სველი წერტილი დავუთმოთ მშობლებს, ასევე უსასყიდლოდ გავუმასპინძლდეთ სასმელებით (წყალი, ყავა, ჩაი). გთხოვთ, დაგვეხმაროთ ამ ინფორმაციის ადრესატებამდე მიტანაში.

კივი კაფე მხარდაჭერას უცხადებს დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვებს და მათ მშობლებს. თითოეული ბავშვის სიცოცხლე ფასდაუდებელია, მათზე ზრუნვა კი ყველა ჩვენგანის საერთო პასუხისმგებლობაა.

ერთად ვიზრუნით გარემოზე და ერთმანეთზე💚🌎 #პარკიარმინდა
24/04/2026

ერთად ვიზრუნით გარემოზე და ერთმანეთზე💚🌎

#პარკიარმინდა

საწრუპი არ მინდა / No straw, please

[UPDATED]
[Scroll down for English]
ეგრეთ წოდებულ კომფორტს თან ახლავს უამრავი არასაჭირო პლასტიკის დანახარჯი: პოლიეთილენის პარკები, რომელშიც საკვებს ვდებთ, პლასტმასის ბოთლები, რომლებიდანაც წყალს ვსვამთ, ყავის ჭიქები თან წასაღებად, მოსარევები და -პლასტმასის საწრუპები.

სასმელი კაფეებსა და ბარებში, ძირითადად, ფერადი საწრუპებით მოაქვთ, რომლებიც ხშირად უბრალოდ უფუნქციოა. ეს არის ერთ-ერთი ყველაზე არასაჭირო და მავნე პროდუქტი. პლასტმასის საწრუპები თითქმის არ გადამუშავდება და ძალიან საშიშია ცოცხალი არსებებისთვის, განსაკუთრებით ზღვაში. ყოველ წელს 1 მილიონი ფრინველი და 100 000 ზღვის ბინადარი იხოცება მათ გამო. შავი ზღვის სანაპიროს პლაჟებზე არსებულ ნაგავში პლასტმასის საწრუპებს ერთ-ერთი პირველი ადგილი უჭირავს.

პლატმასის საწრუპები იმ ერთჯერადი მოხმარების საგნებს შორის არის, რომლებიც თანდათან იკრძალება მთელ მსოფლიოში. სამწუხაროდ, საქართველოში ჯერჯერობით მსგავსი ტენდენცია არ შეინიშნება. არადა შეგვიძლია მათ გამოყენებაზე უარი ვქვათ და ოდნავ მაიცნ შევამციროთ მიწის და წყლის დაბინძურება.

უბრალოდ თქვით «საწრუპი არ მინდა» ყოველ ჯერზე, როცა სასმელს უკვეთავთ. უსაწრუპოდ უკეთესია, თუმცა არსებობს სხვა «მწვანე» გამოსავალიც.

ზოგიერთი კაფე უკვე სთავაზობს მომხმარებელს ეკომეგობრულ ვარიანტებს. მაგალითად
Cafe Stamba-ში,
Rooms Hotels-ში,
Lo**ta-ში,
სკოლა • Skola Coffee & Wine Bar-ში,
ERTI KAVA coffee room-ში
Gourmet Cafe - გურმე კაფე-ში
Kiwi Vegan Café-ში
Cafe Daphna-ში
Shushabandi • შუშაბანდი-ში და
Mama Terra - Veggie corner-ში
PinPon•Tbilisi-ში
HURMA ხურმა-ში
ეკომეგობრული საწრუპები აქვთ.

ბათუმში, Rhino Coffee Georgia - ში უჟანგავი ფოლადის საწრუპებს იყენებენ. იმედი გვაქვს, სულ უფრო მეტი ბიზნესი შეუერთდება ამ ინიციატივას 😉💚

მრავალჯერადი საწრუპები და სხვა ეკომეგობრული ნივთებიც შეგიძლიათ იყიდოთ Zero Effect • ზერო ეფექტი მაღაზიაში (მელიკიშვილი 7). ასევე მრავალჯერადი საწრუპები იყიდება აი აქ - მოწრუპე

თუ იცით, ადგილები, სადაც ასევე ეკომეგობრულ საწრუპებს იყენებენ, გთხოვთ, შეგვატყობინოთ და ჩვენ მათ სიაში დავამატებთ.

*******
რეკომენდაციები, რომლებსაც ამა თუ იმ ბრენდს ვუწევთ, მხოლოდ ჩვენს გამოცდილებას და ცოდნას ეყრდობა. ეს არ არის ფასიანი რეკლამა.

*******

No straw, please

A lot of unnecessary plastic waste comes from “so called” convenience. Plastic bags to carry your food, plastic bottles with drinking water, takeaway coffee cups and stirrers. And yes, plastic straws.

Your drinks in cafes and bars are often served with colorful straws that are mostly just unnecessary. It makes this plastic product one of the most pointless but still very polluting.

Plastic straws are almost non-recyclable and are very dangerous for living creatures, especially in the sea. Each year 1 million sea birds and 100 000 marine animals die because of them. When walking on Black sea cost plastic straws are among the most often things you can see at the beach.
Now plastic straws are in the list of single-use things that are gradually banned all over the world. While Georgia is not planning to ban plastic straws we can reduce our usage and safe a little bit of land and water from being polluted.

Just say “no straw, please” every time your order your drink.
While no straw is always better there are also greener options if you still want one.

We are glad that some cafes already offer more eco-friendly options to its clients. Paper straws can be found in:
Cafe Stamba
Rooms Hotels
Lo**ta
სკოლა • Skola Coffee & Wine Bar
ERTI KAVA coffee room
Gourmet Cafe - გურმე კაფე
Kiwi Vegan Café
Cafe Daphna
Shushabandi • შუშაბანდი
Mama Terra - Veggie corner
PinPon•Tbilisi
HURMA ხურმა

In Batumi, Rhino Coffee Georgia serves drinks in-house with stainless steel straws. We hope that more and more business will move towards greener options 😉💚

Reusable straws and other eco-friendly items you can buy at Zero Effect • ზერო ეფექტი store (Melikishvili 7). Also you can buy reusable straws here - მოწრუპე

If you know any places that also use eco-friendly straws please let us know and we will update the list!

*******
All our recommendations or mentions of brands are based only on our personal experience or knowledge to help you. We are not rewarded by this companies in any way.

*******

For English scroll down👇,,კივი" კაფე სრულ მხარდაჭერას უცხადებს ცხოველთა დამცველებს, რომლებიც  ჩვენი ოთხფეხა მეგობრების გ...
01/04/2026

For English scroll down👇

,,კივი" კაფე სრულ მხარდაჭერას უცხადებს ცხოველთა დამცველებს, რომლებიც ჩვენი ოთხფეხა მეგობრების გადარჩენისა და ჰიპერპოპულაციის მართვის ჰუმანური მეთოდების დანერგვისთვის იბრძვიან.

ხელები შორს მიუსაფრებისგან❗️
იზრუნე მათზე, ვინც მოიშინაურე🐕
დაიცავი დაუცველი✊️
______________________________________________

Kiwi Café expresses full support for animal rights defenders who are fighting to save our four-legged friends and to implement humane methods for managing overpopulation.

Hands off stray animals❗️
Take responsibility for the ones you have domesticated 🐕
Protect the vulnerable ✊️

Georgian activists need the support of the international community to ensure that the state abandons cruel and inhumane methods of exterminating stray animals and instead adopts ethical, humane solutions.

ქალებო💘 მებრძოლებო, ჭკვიანებო, ლამაზებო, ემპათიურებო, კეთილებო და შეუპოვრებო✊️ ეს დღე თქვენია! პატრიარქალური სისტემა დიდ...
08/03/2026

ქალებო💘 მებრძოლებო, ჭკვიანებო, ლამაზებო, ემპათიურებო, კეთილებო და შეუპოვრებო✊️ ეს დღე თქვენია!

პატრიარქალური სისტემა დიდხანს ცდილობდა თქვენი ხმის ჩახშობას. გდევნიდნენ, გართმევდნენ არჩევანს, საბაზისო უფლებებს და სიცოცხლესაც კი. მიუხედავად ამისა, თქვენ არ გატყდით და ბრძოლით დაიბრუნეთ ის, რაც გეკუთვნოდათ. მეტიც, საუკუნეების განმავლობაში უსამართლო მოპყრობის მიუხედავად, საკუთარ თავებში გამონახეთ ძალა უნივერსალური ემპათიისთვის და დაამტკიცეთ, რომ ნამდვილი სიძლიერე სწორედ ამაშია.
თქვენი სიმამაცე და სიკაშკაშე გადამდებია🫂✨️

მთელი გულით გისურვებთ ნაკლები ბრძოლის გადატანას ყოველდღიურ ცხოვრებაში🩷გისურვებთ ყოველი დაბრკოლება აქციოდ ძალად წინსვლისთვის🌠 და ბოლოს, გისურვებთ გაფასებდნენ ისე, როგორც იმსახურებთ!

სიყვარულისა და სოლიდარობის ნიშნად, ,,კივი" გთავაზობთ 15%-იან ფასდაკლებას სრულ მენიუზე💌

✨In a world where you can be anything, be kind. Kindness is a gift everyone can afford to give✨
13/02/2026

✨In a world where you can be anything, be kind. Kindness is a gift everyone can afford to give✨

🐰✨🐇 გაიცანით კივი — საოცარი არსება, რომელსაც სახელი ჩვენი კაფის საპატივსაცემოდ დაერქვა🥺წელიწადნახევრის წინ, სწორედ ჩვენი...
12/02/2026

🐰✨🐇 გაიცანით კივი — საოცარი არსება, რომელსაც სახელი ჩვენი კაფის საპატივსაცემოდ დაერქვა🥺

წელიწადნახევრის წინ, სწორედ ჩვენი კაფის დახმარებით იშვილა ეს ბეწვის გორგალი მზრუნველმა ადამიანმა, მაშინ, როცა სიყვარული და უსაფრთხო გარემო ყველაზე მეტად სჭირდებოდა. ახალ ოჯახში კივი ბედნიერია და ადამიანებთან ურთიერთობით სიამოვნებას იღებს 💛

დღეს კივი კვლავ გვესტუმრა კაფეში🙌 გაგვახარა, სითბო დაგვიბრუნა და სამახსოვრო ფოტოებიც გადაიღო📸✨

კივის ისტორია კიდევ ერთი მაგალითია იმისა, თუ რამდენად მნიშვნელოვანია გავუფრთხილდეთ თითოეულ სიცოცხლეს და რომ ყველა ცხოველი იმსახურებს ეთიკურ მოპყრობას. ხშირად, განსხვავება მხოლოდ ჩვენს აღქმაშია✨️

გთხოვთ, იყავით კეთილები ცხოველების მიმართ🙏 თუ ვერ იზრუნებთ მათზე - ნუ ავნებთ მაინც 🤍

_________________________________________

🐰🐇✨ Meet Kiwi — a beautiful little soul named in honor of our café 🥺

A year and a half ago, with the support of our café, this tiny ball of fluff was adopted by a kind and caring person — at a time when love and a safe home meant everything. Today, Kiwi is thriving in a loving family and truly enjoys being around people 💛

Today, Kiwi came back to visit us at the café — bringing warmth and plenty of sweet moments. We even captured some special photos together 📸✨

Kiwi’s story is a gentle reminder that every life matters. Each animal deserves kindness, respect, and ethical treatment.
Often, the only difference is our perception.

Please be kind to animals🙏
If you can’t care for them, at the very least, do not harm them 🤍

Address

6 Ivane Machabeli Street
Tbilisi
0105

Opening Hours

Monday 12:00 - 23:00
Tuesday 12:00 - 23:00
Wednesday 12:00 - 23:00
Thursday 12:00 - 23:00
Friday 12:00 - 23:00
Saturday 12:00 - 23:00
Sunday 12:00 - 23:00

Telephone

+995514000175

Alerts

Be the first to know and let us send you an email when Kiwi Vegan Café posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The Business

Send a message to Kiwi Vegan Café:

Shortcuts

Share

Category