რიგი გასტროდუქანი • Rigi Gastrodouqan

  • Home
  • Georgia
  • Tbilisi
  • რიგი გასტროდუქანი • Rigi Gastrodouqan

რიგი გასტროდუქანი • Rigi  Gastrodouqan Modern Georgian gastronomic douqan inspired by the old Tbilisian gastronomy, colorful bazaars & lifestyle🧮📿⚖️
⏰ 12:00-22:30
(1)

ყველა კუთხეს თავისი გასტრონომიული საგანძური გააჩნია, რითაც თავს იწონებს და სტუმარს ეპატიჟება ✨მე რო მკითხო, რაჭული სამზა...
25/03/2026

ყველა კუთხეს თავისი გასტრონომიული საგანძური გააჩნია, რითაც თავს იწონებს და სტუმარს ეპატიჟება ✨
მე რო მკითხო, რაჭული სამზარეულოს ეს მარგალიტი ნაღდი რაჭული ლორია და ისიც, ვიცი, მართალიაო, ახლა რო გაიფიქრე 😉
მაშ, გახსენებ რაჭული კვირეული რო გამიმართავს, გახვედრებ ნაღდ რაჭულ ლორს კარტოფილით და დანარჩენი შენ იცი..

📍 ზაარბრუკენის მოედანზე, მშრალ ხიდთან

რაჭული კვირეულიო და… ლობიანი ლორით არ იყოს?! რო იტყვიან, გენიალურობა სიმარტივეშიაო, აი, ზუსტადაც ეგ მარგალიტია ლობიანი. ...
23/03/2026

რაჭული კვირეულიო და… ლობიანი ლორით არ იყოს?! რო იტყვიან, გენიალურობა სიმარტივეშიაო, აი, ზუსტადაც ეგ მარგალიტია ლობიანი. მარა რაჭველმა თავისი ხელი დაატყო, ეს გენიალური გულსართი ნაღდი რაჭული ლორით შეაზავა და აჰა, ბატონო, ჯერ როგორ გამოიყურება და მერე კიდე რა გემო აქვს… 🫘

📍ზაარბრუკენის მოედანზე, მშრალ ხიდთან

ამ რაჭულ ჩაროზს, ნიგვზის განატეხი რო ქვია, დანა არ უნდა მიაკარო... ასეთი წესია, ხელით გატეხო და ოჯახის წევრებს გაუზიარო,...
17/03/2026

ამ რაჭულ ჩაროზს, ნიგვზის განატეხი რო ქვია, დანა არ უნდა მიაკარო... ასეთი წესია, ხელით გატეხო და ოჯახის წევრებს გაუზიარო, ამიტომაც ქვია განატეხი 🌰🥜

მეწვიე და გამზიარებელიც გამოიყოლე🤝
ზაარბრუკენის მოედანზე, მშრალ ხიდთან

ზოგ საქმეს დაცდა უხდება, აი, კვახიწელასავით 🌞რაჭაში ასე იციან, ნედლ კვახს მზის გულზე დინჯად გამოაშრობენ, მერე ზამთრის პი...
12/03/2026

ზოგ საქმეს დაცდა უხდება, აი, კვახიწელასავით 🌞
რაჭაში ასე იციან, ნედლ კვახს მზის გულზე დინჯად გამოაშრობენ, მერე ზამთრის პირზე კიდე მოხარშავენ და კარგადაც შეაზავებენ

ჰოდა, ინებე, ჩემო ბატონო - კვახიწელა ბროწეულის ბაჟით, ქინძიანი ნიგვზის პასტით, გოგრის მჟავეთი და კვახის ჩირით

ზაარბრუკენის მოედანზე, მშრალ ხიდთან

მოთრეულა, კვახიწელა, წყალდასხმულა… რაა?!-ო, გამწყვეტინებ და იკითხავ, მარა არც გავგიჟებულვარ და არც არაფერი მომიგონია ​.რ...
11/03/2026

მოთრეულა, კვახიწელა, წყალდასხმულა…
რაა?!-ო, გამწყვეტინებ და იკითხავ, მარა არც გავგიჟებულვარ და არც არაფერი მომიგონია ​.
რაჭა მოგიყვანე რიგში და ამ დიდებული მხარის დიდებული კერძები მინდა გაგაცნო!🍃

მაშ, გავაგრძელოთ: შქმერული, რაჭული ლობიანი, ნიგვზის განატეხი და კიდე ბევრი…

10 მარტიდან რაჭულ კვირეულზე გეპატიჟები
📍ზაარბრუკენის მოედანზე, მშრალ ხიდთან

10/03/2026

ძალიანაც მინდა პირდაპირ და მალე გახარო, მარა ისეთ საქმეზე ვარ მოსული, დინჯად თუ არ გიამბე, არ გამოვა…

ასე, ჩემო ბატონო, რაჭულ კვირეულს ვმართავ ✨ ისეთი ნაღდი გემოები, არომატები და ნამდვილი რაჭული “პეწი” უნდა გაჩვენო, იქ გაკეთებულისგან რო ვერ გაარჩევ 😉

დაიჭირე თადარიგი და 10 მარტიდან მესტუმრე
📍 ზაარბრუკენის მოედანზე, მშრალ ხიდთან

შენნაირ სტუმარს სათანადოდ უნდა დახვედრა…აბა, დამიხედე ამ სუფრისწინა სამზადისსა და ფუსფუსს, მთელი გულია ჩაქსოვილი ✨სრული ...
23/02/2026

შენნაირ სტუმარს სათანადოდ უნდა დახვედრა…
აბა, დამიხედე ამ სუფრისწინა სამზადისსა და ფუსფუსს, მთელი გულია ჩაქსოვილი ✨

სრული მზადყოფნით გელი
📍ზაარბრუკენის მოედანზე, მშრალ ხიდთან

ასე მოვინდომე და გული მიგრძნობს შენი ცნობისმოყვარეობაც უნდა გამოვიწვიო…  ყველის ჩებურეკი გებჟალიის სოუსით 👀არა ბატონო, ა...
16/02/2026

ასე მოვინდომე და გული მიგრძნობს შენი ცნობისმოყვარეობაც უნდა გამოვიწვიო… ყველის ჩებურეკი გებჟალიის სოუსით

👀არა ბატონო, არ მოუტყუებიხარ საკუთარ თვალებს და რო გამისინჯავ, არც მაშინ დარჩები მოტყუებული

📍 ზაარბრუკენის მოედანზე, მშრალ ხიდთან

შქმერულს ტყუილად კი არ ეძახიან ქართული სუფრის თვალ-მარგალიტს! 💎 ნივრითაც შევაზავე და მერე, ჩემებურად, ცოტა ვიოინბაზე კიდ...
06/02/2026

შქმერულს ტყუილად კი არ ეძახიან ქართული სუფრის თვალ-მარგალიტს! 💎 ნივრითაც შევაზავე და მერე, ჩემებურად, ცოტა ვიოინბაზე კიდეც, კულინარიულ ტრადიციებს ცოტათი გადავუხვიე და დამბალხაჭოთი შევაზავე - ასე დავანათესავე ერთმანეთთან საქართველოს აღმოსავლეთ და დასავლეთ მთიანეთი.

დუქანში გაშლილი სუფრით გელი!🫂

📍 ზაარბრიუკენის მოედანზე, მშრალ ხიდთან

ჩემთან  შენს მოსაწონს კერძსაც ბლომად ამოარჩევ და დროსაც საკადრისად გაატარებ🍷 მაშ, მესტუმრე ✊ გარემოს შექმნაც ჩემზე იყოს,...
23/01/2026

ჩემთან შენს მოსაწონს კერძსაც ბლომად ამოარჩევ და დროსაც საკადრისად გაატარებ🍷

მაშ, მესტუმრე ✊ გარემოს შექმნაც ჩემზე იყოს, განწყობაცა და, ქეიფი ხო იქნება და იქნება! 🔥

📍 ზაარბრიუკენის მოედანზე, მშრალ ხიდთან

შობის წინა საღამოს ფუსფუსი განსაკუთრებით მიყვარს. დილით მოზელილი ცომი უკვე გაფუებულია, შიგთავსი შეზავებული, ღუმელი კიდე ...
05/01/2026

შობის წინა საღამოს ფუსფუსი განსაკუთრებით მიყვარს. დილით მოზელილი ცომი უკვე გაფუებულია, შიგთავსი შეზავებული, ღუმელი კიდე - ისე გავარვარებული, გეგონება, ღვეზელების შეწყობას მოუთმენლად ელისო. 🥟

საღამოს იწყება, რაც იწყება! ერთი მეორის მიყოლებით ცხვება საშობაო გურული ღვეზელები: ერთმანეთზე ოქროსფრად დაბრაწულები, პრიალა, კრაწუნა კანით, ყველითა და კვერცხით მუცლებდატენილები.

ხოდა, წინასწარ შემატყობინე, რო შენც შეგახვედრო🧀🥚

განა არ ვიცი, ახალ წელს, ოლივიეს სალათს სულ ცხვირს რომ უბზუებ და არა სინჯავ, ხოდა მე ბიჭი არ ვიყო, ეგ საღერღელის გამხსნე...
03/01/2026

განა არ ვიცი, ახალ წელს, ოლივიეს სალათს სულ ცხვირს რომ უბზუებ და არა სინჯავ, ხოდა მე ბიჭი არ ვიყო, ეგ საღერღელის გამხსნელ-ამშლელი სალათი თუ არ შეგაყვარო! 🍷🍾

🦃ინდაურის ხორცითა და კრემყველით შეზავებულ ოლივიეს შემოგთავაზებ და, აბა, გამისინჯე, მარა თუ მაინც ქვა ააგდე და თავი შეუშვირე, არ მომწონსო, ლაბა ხალადეციცა მაქვს, ჩამრგვალებული დედლის ხარჩოც და ბევრი სხვა მადისაღმძვრელი კერძი, ასე რომ, ამ საახალწლოდ, შენი ხმალი და ჩემი კისერი!

Address

Saarbrucken Sq
Tbilisi
0107

Opening Hours

Monday 12:00 - 22:30
Tuesday 12:00 - 22:30
Wednesday 12:00 - 22:30
Thursday 12:00 - 22:30
Friday 12:00 - 22:30
Saturday 12:00 - 22:30
Sunday 12:00 - 22:30

Telephone

+995577332122

Website

Alerts

Be the first to know and let us send you an email when რიგი გასტროდუქანი • Rigi Gastrodouqan posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The Business

Send a message to რიგი გასტროდუქანი • Rigi Gastrodouqan:

Share

Category