03/05/2019
📣 რატომ პერსონალური ტრენერი?
ვარჯიშის დაწყება საკმაოდ რთულია, როცა გამოუცდელები ვართ.
ალბათ ბევრ თქვენგანს დაუწყია ვარჯიში ფიტნეს დარბაზში, სადაც მომსახურებაში შედის მწვრთნელის რამოდენიმე დღიანი მომსახურება – რაც მოიაზრებს ყველა ტრენაჟორის და სტანდარტული პროგრამების გაცნობას და ათვისებას.
➖ ჩვენ შეძლებისდაგვარად ვიმახსოვრებთ ყველა ამ ვარჯიშს და ვცდილობთ დამოუკიდებლად ავითვისოთ. გვგონია, რომ მიახლოებით მაინც სწორად ვასრულებთ ვარჯიშებს.
➖ სამწუხაროდ, იმ ვარჯიშებს, რასაც დამოუკიდებლად ვაკეთებთ, უმეტესად სრულდება არასწორად. ვტვირთავთ არასწორ კუნთს, ვვარჯიშობთ არასწორი წონით, საკმარისად არ ვავლენთ ჩვენს მაქსიმუმს, ან პირიქით, ზედმეტად ვიტვირთებით.
➖ როცა უკვე მიდიხართ იმ დასკვნამდე, რომ არაფერი გამოდის და იმ შედეგს ვერ ვიღებთ, რაც გვინდა, შემდეგ დგება მწვრთნელის აყვანის საჭიროება იმისთვის, რომ სწორი რჩევები მოგვცეს, სწორად გვასწავლოს ვარჯიშის ტექნიკა და მოგვცეს მოტივაცია.