BestFlavour გახლავთ ქართულ ბაზარზე მოქმედი კომპანია, რომელიც 2017 წლის ივლისის თვიდან ეწევა ცნობილი იტალიური ყავის ბრენდის Saicaf, გერმანული პრემიუმ-კლასის ბიოლოგიური ჩაის Samova-, ავსტრიული რძის GMUNDNER MILCH და ავსტრიული ბიოლოგიური კაკაოს Coffee & Flavor პროდუქციის დისტრიბუციას საქართველოს ტერიტორიაზე.
ჩვენ გაფორმებული გვაქვს ექსკლუზიური ხელშეკრულებები ნახევრად-პროფესიონალური, ავტომატური და
პროფესიონალური ყავის დანადგარების მსოფლიო დონის მწარმოებლებთან, როგორიცაა: La Cimballi, Saeco, Nuovo Simonelli, Victoria Ardwino, Caffitaly Systems, Dallacorte და სხვა. BestFlavour-ს მომხმარებელთა შორის უმთავრესწილად არიან: ყავის სახლები, რესტორნები, კაფე-ბარები, ლაუნჯ ბარები, სასტუმროები, გასართობი ცენტრები. ასევე, კერძო ორგანიზაციებისა თუ კორპორაციების ოფისები, სავაჭრო ცენტრები, ქეითერინგის სეგმენტში მოქმედი კომპანიები, სწრაფი კვების ობიექტები, სპა სალონები და სხვა ტიპის ობიექტები. BestFlavour თავის მრავალრიცხოვან კლიენტებს სთავაზობს პრემიალური 5 ვარსკვლავიანი მომსახურების ერთიან კონცეფციას, ჩვენ არ ვყიდით მხოლოდ ყავასა და ჩაის პროდუქციას, არამედ ვართ დაკავებულნი მაღალი დონის სრულფასოვანი სერვისის შეთავაზებით, რომელიც თავის მხრივ მოიცავს როგორც ფრანგული და იტალიური ყავის, ისე გერმანული ბიო ჩაის პროდუქციით მომარაგებას, ასევე, ნახევრად-პროფესიონალური, ავტომატური და პროფესიონალური ყავის დანადგარების, გრინდერებისა და შესაბამისი ინვენტარის გადაცემას, მონტაჟს, ბარში მომუშავე პერსონალის ტექნიკურ გადამზადება-ტრეინინგებსა, მათი ცოდნისა და კვალიფიკაციის დონის ამაღლებას, რეცეპტურის დამუშავებას, გადაცემული ძვირადღირებული ინვენტარისა და ყავის დანადგარების პერიოდულ გაწმენდა-მომსახურებას და მრავალ სიახლეს.
დაგვიკავშირდით და ჩვენი კვალიფიციური სპეციალისტები გაგიწევენ კონსულტაციას თქვენთვის საინტერესო ნებისმიერ საკითხზე.
ჩვენთან ხარისხი ფასზე მაღალია!