28/04/2026
კაშა ბონიეცკას ლექცია - საავტორო ხმის ფორმირება მონტაჟისას | 28 აპრილი | ფრონტლაინ კლუბი
► მონტაჟი გადაწყვეტილებების მიღების უწყვეტი პროცესია.
კაშა ბონიეცკას ლექცია აღწერს გზას მონტაჟის პირველი ნაბიჯებიდან სხვადასხვა კინოფორმაზე მუშაობამდე: პირველი სამუშაო შეხვედრები, კოლაბორაციული პროექტები, საარქივო მასალაზე დაყრნობით შექმნილი ნამუშევარი, ავტორის ტექსტით (voice-over) ნასაზრდოები პერსონალური კინო, თუ დაკვირვებით დოკუმენტური ფილმი.
საუბარი განსაკუთრებით საკუთარი საავტორო ხმის პოვნას შეეხება. კაშა ბონიეცკა ისაუბრებს თანამშრომლობის პრაქტიკებზე რეჟისორებთან სხვადასხვა ქვეყნიდან და კულტურული წარმომავლობიდან და მათთან ერთად საერთო შემოქმედებითი ენის გამოკვეთის პროცესს აღწერს.
■ კაშა ბონიეცკას შესახებ:
კაშა ბონიეცკა პარიზში მცხოვრები კინომემონტაჟე და მონტაჟის კონსულტატია. ფილმები, რომელზეც უმუშავია, ნაჩვენები და პრიზირებულია წამყვან კინოფესტივალებზე, მათ შორის სანდესის კინოფესტივალზე, ბერლინალეზე, IDFA-ზე, ლოკარნოში, CPH:DOX-სა და Visions du Réel-ზე.
მის ნამუშევრებს შორისაა We Will Not Fade Away, რომელიც ევროპის კინოაკადემიის პრიზისთვის შეირჩა; A Picture to Remember, რომელიც გამხსნელი ფილმი იყო 2023 წლის IDFA-ზე, Welded Together, რომელმაც შეფილდის კინოფესტივალზე მთავარი ჯილდო მოიპოვა და The Illussion of a Quiet Night, რომელმაც გასულ კვირას Visions du Réel-ზე ჟიურის სპეციალური აღნიშვნა დაიმსახურა.
კაშამ ლოძის კინოსკოლაში ისწავლა მონტაჟის რეჟისურა, სადაც შემდეგ ხუთი წლის განმავლობაში ასწავლიდა კიდეც. ის მიწვეული მენტორია სხვადასხვა საგანმანათლებლო თუ პროფესიულ ვორქშოფებზე, მათ შორის dok.inclubator-ზე.
მასტერკლასზე დასწრება თავისუფალია ნებისმიერი მსურველისთვის.
www.kboniecka.myportfolio.com