22/07/2021
ვაკანსია Cannoleria-ში!⭐️
ჩვენ ვეძებთ ადამიანს, რომელიც დაგვეხმარება გულითადად ვუმასპინძლოთ სტუმრებს.
თუ ხარ ენერგიული, გიყვარს საქმის გულით კეთება, გაქვს პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა,ხარ კომუნიკაბელური და ცოტა რამ გსმენია იტალიურ სამზარეულოზე ან უბრალოდ ძალიან გიყვარს იტალია, გაგვიხარდება თუ ჩვენს ოჯახს შემოუერთდები😊.
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები ,რაშიც გვჭირდება შენი შესაძლებლობები:
• სტუმრის მიღება და გამასპინძლება;
• სალაროს აპარატთან დამეგობრება და რამდენიმე აუცილებელი ოპერაციის შესრულება;
• მზა პროდუქციის ლამაზად შეფუთვა და სტუმრისთვის ან კურიერისთვის მიწოდება.
• ჩვენთვის ყავას დიდი მნიშვნელობა აქვს, ჩაისაც, მაგრამ უფრო ყავას, ამ ორი სასმელის მომზადება ძალიან კარგად უნდა შეძლო.
• და დესერტი, ჩვენი სიცილიური კანოლი თითქმის მზად იქნება შენთან შესახვედრად, შენ მხოლოდ ააწყობ უგემრიელეს ინგრედიენტებს და გულითადად გააფორმებ (თავიდან რა თქმა უნდა ერთად ვცდით).
ჩვენთან დაგხვდება ძალიან პოზიტიური გარემო, ახალი მეგობრები, შენი პროდუქტიულობისა და კომფორტისთვის კი მოქნილი გრაფიკი.
თუ გსურს გახდე ჩვენი გუნდის წევრი მოგვწერე შენს შესახებ ❤️:
ელ .მისამართზე: [email protected]
ან დაგვიკავშირდეთ: 574716600
Cannoleria-ში თქვენს მიერ გაგზავნილი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. თქვენი პერსონალური მონაცემები ჩვენი მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. თუ ეთანხმებით ზემოაღნიშნულს, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.