08/09/2020
როგორც მოგეხსენებათ, Ciskari Garden-ში 4 სექტემბერს გამართულ ივენთზე მყოფ ერთ-ერთ სტუმარს დაუდგინდა Covid-19 ინფექცია. ამჟამად, მოკვლეულია დაინფიცირებულთან უშუალო კონტაქტში მყოფი ყველა პირი და ვითარება სრულ კონტროლს ექვემდებარება. სადეზინფექციო სამუშაოების გამო Ciskari Garden-ის სივრცე ორი დღით დაიკეტება. მენეჯმენტი ზედმიწევნით ითვალისწინებდა არსებულ რეგულაციებს და შედეგად, მომუშავე პერსონალი არ გახლავთ რისკის ქვეშ. Ciskari Garden-ის მენეჯმენტი აგრძელებს ეპიდემიოლოგებთან აქტიურ თანამშრომლობას და სამომავლო გეგმებზე გადაწყვეტილება სწორედ მათი რჩევების მიხედვით იქნება მიღებული.