Ein Hayam

Ein Hayam Kosher Restaurant in Batumi

Shabat Shalom
17/09/2021

Shabat Shalom

30/04/2021

თორის საკვირაო თავი ,,ემორ“
,,და ელაპარაკა მოშე აჰარონსა და მის შვილებს, და ყველა შვილს ისრაელისას..“ (21:24)
მესამე ლუბავიჩელ რებეს ცემახ-ცედეკს ძალიან უყვარდა თავისი ვაჟი — რაბი შმუელი, რომელიც მამის მოსანახულებლად ყოველდღე მიდიოდა.
ერთხელ, (დაახლოებით 5606 ან 5607 წელს), შმუელი მამასთან გვიან ღამით მას შემდეგ შევიდა, როცა ცემახ-ცედეკმა ადამიანების პირად აუდიენციაზე მიღება დაასრულა. მიღებამ ამჯერადაც ყოველგვარ რეგლამენტს გადააჭარბა, რებე გადაღლილი ჩანდა და შვილს შესჩივლა: ,,რა უნდათ ჩემგან... ეს დრო შემიძლია სწავლას მოვახმარო.“ შმუელმა არაფერი უპასუხა, წიგნების თაროსთან მივიდა და ფარდა გადასწია. თაროზე ცემახ-ცედეკის ხასიდიზმზე დაწერილი წიგნები ეწყო. შმუელმა წიგნების გადათვლა დაიწყო და თითქმის ოცდაათამდე ავიდა. ,,მამა, განა შეძლებდით ამდენი წიგნის დაწერას, ადამიანებს აუდიენციაზე რომ იღებდეთ?“ ,,შენ მართალი ხარ!“ — უპასუხა შვილის პასუხით ოდნავ გაკვირვებულმა ცემახ-ცედეკმა.
გასაგებია, რომ ცემახ-ცედეკი აუდიენციების მნიშვნელობას არ აკნინებდა, არც საკუთარ თავზე ფიქრობდა და არც სწავლა სურდა სხვის პრობლემებზე თავის არიდების ხარჯზე. ებრაული კანონის მიხედვით, აუცილებელია სწავლა შეწყვიტო და შეასრულო მცნება, თუ ამ მცნების შემსრულებელი სხვა არავინაა. არავის შეეძლო ადამიანებს ისე დახმარებოდა, როგორც რებე ეხმარებოდა მათ პირისპირ შეხვედრისას... განა ვინმე გააკეთებდა ამას რებეზე უკეთესად? უბრალოდ რებეს ეგონა, რომ სწავლით მეტად შეძლებდა სხვების დახმარებას, ის მხოლოდ იმ დროზე ჩიოდა, რასაც სწავლას ვერ ახმარდა...
მამის ამ ჩივილზეც ჰქონდა შმუელს პასუხი: ,,მამა, განა ძალა, რომელიც ხასიდიზმის ნაშრომების დასაწერად გჭირდებათ, აუდიენციაზე მიღებული ძალით არ სულდგმულობს?“ ცემახ-ცედეკს აღარაფერი ჰქონდა სათქმელი.
ეს ისტორია დასაფიქრებელია, ცადიკებზეა და ღირსეული თაობის აღზრდაზე. რაბი შმუელი ამ დიალოგის დროს მხოლოდ 12 წლის იყო... მიუხედავად პატარა ასაკისა, მას ეყო სიბრძნე, მამისთვის თამამად ეპასუხა. თუმცა პასუხს კითხვის ფორმა მისცა, რათა მამისადმი პატივისცემის მცნება არ დაერღვია. ეს ისტორია მოყვასის სიყვარულსაც გვასწავლის. ხშირად სხვისთვის გაკეთებული სიკეთე ჩვენ მეტ ძალასა და ენერგიას გვმატებს, ვიდრე სიკეთის ადრესატს. ამ ენერგიას კი სამყაროს უკეთესობისკენ შეცვლა შეუძლია. შაბათ შალომ! რაბი მეირ კოზლოვსკი
შაბათის შემობრძანება: 19:40
შაბათის გასვლა: 20:45

30/01/2020
With happy guests 👍👍👍❤❤❤
19/06/2019

With happy guests 👍👍👍❤❤❤

11/06/2019

გვესაჭიროება თანამშრომელი გრილზე, აუცილებელია გამოცდილება. დაგვიკავშირდით ნომრებზე:
555577094
597988925

Address

Batumi
6010

Alerts

Be the first to know and let us send you an email when Ein Hayam posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Share