30/09/2024
🇺🇲🇺🇲🇺🇸ამერიკის მწვანე ბარათის რეგისტრაციის ინფო ⬇️
🟢 ძალიან გთხოვთ, დეტალურად გაეცნოთ ინფორმაციას, ყველა კითხვაზე არის გაცემული პასუხი.
👉 2024 წლის რეგისტრაციის პერიოდი: 4 ოქტომბრიდან 7 ნოემბრამდე.
👉 რეგისტრაციისათვის საჭიროა:
1. ფოტო ელექტრონულად (დისკზე,ფლეშკაზე ან მეილზე) გრინის პარამეტრებით (600x600 პიქსელი) ფოტო საჭიროა ყველა წევრის, ვინც შედის განაცხადში, 1 დღის დაბადებული ბავშვიც შედის განაცხადში.
2. პასპორტი ან პირადობა (ვადაგასულიც გამოდგება) ბავშვებს თუ არ აქვთ, მაშინ დაბადების მოწმობა. (პასპორტი აღარ არის ოფიციალური მოთხოვნა)
👉 როგორ ხდება რეგისტრაცია და რა არის აუცილებელი მოთხოვნა?
🟢 აუცილებელია სკოლა სრულად გქონდეთ დამთავრებული ან იყოთ დამამთავრებელ კლასში. (მოგების შემდეგ (მაისში) დაგჭირდებათ ატესტატი ან მასთან გათანაბრებული დოკუმენტი. ასეთის არ არსებობის შემთხვევაში შეგიძლიათ ექსტერნად ჩაბარება (ეს ეხება მთავარ აპლიკანტს)
👉 ვინ შეგვყავს განაცხადში?
🟢 მეუღლე - (ან ადამიანი ვისთანაც ხელი გაქვთ მოწერილი)
🟢 შვილები, გერები ან ნაშვილები - აუცილებლად შეგყავთ თუ არიან 21 წლამდე (დაუქორწინებლები)
🔴 ორსულის შემთხვევაში ივსება ჩვეულებრივად, არ არსებობს გრაფა ორსულებისთვის. თუ მოიგებთ შემდეგ ფორმაში შეიყვანთ ბავშვს.
🔹 წასვლით თუ გინდათ მარტო წახვალთ, მაგრამ ინფო ივსება ზემოთ ჩამოთვლილზეც.
🔹 თუ არ გყავთ მეუღლე (ხელმოწერილი) და შვილები, ავსებთ მარტო.
🔹 ცოლ-ქმარს შეუძლია გააგზავნოს 2 განაცხადი, ანუ მთავარი აპლიკანტი იქნება ცოლი, ჩაწერს ქმარს და შვილებს და მეორე, მთავარი აპლიკანტი იქნება ქმარი, და წერს ცოლს და შვილებს.
🔹 თუ ხელი არ გაქვთ მოწერილი არ შეგვყავს მეუღლე.
⁉️კითხვების შემთხვევაში დამიკავშირდით ნომერზე
574897189 თამარი 🇺🇲
🇺🇲✅️გისურვებთ წარმატებას✅️🇺🇸