24/02/2026
💢ახალი და კარგი ამბით მოვედით!
💥27-30 მარტი, ჯგუფური ტური თესალონიკი-სუროტი-მეტეორა-ვერგინაში ❤️
მოგზაურობის ფარგლებში მოვინახულებთ სუროტს, ადგილს სადაც დაკრძალულია, აღმოსავლეთის ეკლესიებში ყველაზე ცნობილი თანამედროვე წმინდანი, მამა პაისი ათონელი.
ტურის ღირებულება შეადგენს ✅ 950 ლარს
📢 იჩქარეთ, ჯავშნების მიღება დაწყებულია 🤩
ტურს გაუძღვებიან დავით კაკაურიძე და მარი ჩიტაიშვილი.
‼️5 მიზეზი, თუ რატომ უნდა იმოგზაუროთ
M&D Travel - თან ერთად:
1. ჩვენი ტურები ბიუჯეტურია!
2. ჩვენ ტურებს ვატარებთ პროფესიონალი გიდის მეგზურობით!
3.ჩვენთან ერთად მოგზაურობა საინტერესო და შემეცნებითია!
4. ჩვენთან ერთად მოგზაურობა სახალისოა და უსაფრთხოა!
5. ჩვენ გირჩევთ გასტროტურიზმისა და საყიდლებისთვის საუკეთესო ადგილებს!
🤩მაშ, გამოგვყევით და აღმოაჩინეთ საბერძნეთის სულიერი და ისტორიული მემკვიდრეობა თესალონიკში, მეტეორასა და ვერგინაში!
♦ვეწვევით თესალონიკს, ქალაქს, რომელიც უნიკალურად აირთიანებს უძველეს ისტორიასა და თანამედროვე კულტურას.
♦️ჩვენი დაუვიწყარი ტური გაგამგზავრებთ მეტეორას მონასტრების უნიკალურ კომპლექსში, სადაც ღრუბლებს შორის მიწის ზეციური სილამაზე გელოდებათ.
♦️ეს მოგზაურობა მხოლოდ სილამაზის აღქმაზე არ არის – ეს არის გზა თქვენი სულიერი სიმშვიდისა და ახალი გამოცდილებებისკენ.
📍 გაფრენის დრო:
27 მარტი
ქუთაისი, 18:50 სთ ჩაფრენის დრო თესალონიკი 19:45 სთ. განთავსება სასტუმროში.
სურვილის შემთხვევაში გამით გასეირნება თესალონიკის ულამაზეს ისტორიულ ქუჩებში
📍 28 მარტი, დღე 1:
8:00-9:00 საუზმე.
9:00
👉1. მამა პაისის საფლავზე მოსალოცად გამგზავრება საჯარო ავტობუსით.
👉2. 12:00 თესალონიკში დაბრუნება და ქალაქის ტურის დაწყება:
გალერეუსის ტრიუმფალური თაღი (კამარა) და გალერიუსის მავზოლეუმი (როტონდა) – რომაული პერიოდის ღირსშესანიშნაობები.
👉3. წმ. დიმიტრის ტაძარი – ქალაქის მფარველის, წმ. დიმიტრის სახელობის ბერძნული მართლმადიდებლური ტაძარი.
👉4. რომაული ფორუმი ახალი წელთაღრიცხვის პირველი საუკუნის ორდონიანი ანტიკური კომპლექსი.
👉5. VII საუკუნის წმინდა სოფიას ტაძარი და წმინდა იოვანეს კატაკომბები
👉6. წმინდა თეოდორას მონასტერი, რომელიც ქალაქის ცენტრალურ უბანშია , იგი გამოირჩევა ბიზანტიური კედლის საფასადე მოხატულობით რომელიც განსაცვიფრებელ შთაბეჭდილებებს ტოვებს მნახველში
👉7. ციმისკის ქუჩა– ისტორიული უბანი, სადაც შეგიძლიათ იშოპინგოთ და ისადილოთ ტრადიციულ ტავერნაში
👉 8. გასეირნება გემით ეგეოსის ზღვაზე (უფასო)
📍 29 მარტი, დღე 2
საუზმე 8:00-9:00
9:00 გამგზავრება მეტეორაში კომფორტული მიკროავტობუსით.
👉1.მეტეორას სამონასტრო კომპლექსები უნიკალური ბუნებრივი და კულტურულ-რელიგიური ღირსშესანიშნაობაა საბერძნეთში, რომელსაც იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში საპატიო ადგილი უჭირავს.
📍მეტეორაში სულ ექვსი მოქმედი მონასტერია, რომლებიც სხვადასხვა კლდეზეა გაშენებული. ჩვენ რამდენიმეათგანს მოვინახულებთ:
👉დიდი მეტეორონის მონასტერი (Μεγάλο Μετέωρο) – ყველაზე დიდი და ისტორიული მონასტერი, დაარსებული XIV საუკუნეში.
👉წმინდა ტრინიტის მონასტერი (Μονή Αγίας Τριάδας) – ერთ-ერთი ყველაზე შთამბეჭდავი მონასტერი, ფილმ "For Your Eyes Only"-ის (ჯეიმს ბონდის) გადასაღები ადგილი.
👉წმინდა სტეფანეს მონასტერი (Μονή Αγίου Στεφάνου) – ქალთა მონასტერი, მარტივად მისასვლელი ხიდით.
👉პანორამული წერტილები (Viewpoints) – კლდის წვერებზე მდებარე რამდენიმე საოცარი პანორამული წერტილია ფოტოების გადასაღებად.
👉 2.მეტეორადან გავემართებით ქალაქ ვერგინაში სადაც ძველი ელინისტური ხანის მაკედონიის დედაქალაქი აიგაი მდებარეობდა. დღეს აქ აიგაის მაკედონელ მეფეთა სამეფო სამარხების მუზეუმია სადაც გასაოცარ მაკედონიურ ოქროს არტეფაქტებთან ერთად განთავსებულია ალექსანდრე მაკედონელის მამის სარიტუალო ნივთები.
👉3. ვბრუნდებით თესალონიკში. სურვილისამებრ ვისეირნებთ ზღვისპირა ბულვარში ან დავბრუნდებით სასტუმროში.
📍 30 მარტი, დღე 3:
8:00-9:00 საუზმე.
👉1. დილით 9:00 დავიძრებით ანოპოლისისკენ, თესალონიკის ანოპოლისი (Άνω Πόλη – „ზედა ქალაქი“) ქალაქის უძველესი, ბიზანტიური პერიოდისგან შემორჩენილი უბანია, რომელიც მაღლობზე მდებარეობს და თავდაპირველად აშენდა, როგორც გალავნებით გამაგრებული ციტადელი მტრის თავდასხმებისგან დასაცავად. აქ მდებარეობდა სამხედრო ნაწილები, საცხოვრებელი კვარტლები და ეკლესიები, რადგან სიმაღლიდან მთელ ქალაქსა და თერმაის ყურეს აკონტროლებდნენ.
დღეს ანოპოლისი არის თესალონიკის ერთ-ერთი ყველაზე თვალწარმტაცი და ტურისტულად მიმზიდველი ადგილი — ვიწრო, ქვაფენილიანი ქუჩებით, ტრადიციული ბიზანტიური სახლებით, ტაძრებითა და გალავნის ნარჩენებით, საიდანაც იშლება პანორამული ხედები მთელ ქალაქზე და ზღვისპირეთზე.
👉2. თესალონიკის არქეოლოგიური მუზეუმში სტუმრობა. ვინახულებთ მაკედონიური იმპერიის დიდების ამსახველ რეგალიებს.
👉3. თეთრი კოშკის მუზეუმში სტუმრობა და ფოტოსესია ქონგურებიდან
👉4. არისტოტელეს მოედანი – ქალაქის ცენტრი, სადაც შეგვიძლია მივირთვათ საყოველთაოდ აღიარებული არისტოტელეს მოედნის გირო და მხოლოდ ამის შემდეგ გაქვთ უფლება შეეხოთ არისტოტელეს ცერს და ჩაიფიქროთ სურვილი 😉
👉21:20 საათი გამომგზავრება თესალონიკის საერთაშორისო აეროპორტიდან ქუთაისის მიმართულებით.
👉დაბრუნების დრო 00:55 საათი.
♦️ტურის ღირებულებაში შედის:
♦️ორმხრივი ავიაბილეთები
♦️სასტუმრო 2-4 ადგილიან ნომერში
♦️დაზღვევა
♦️კვალიფიციური გიდის და გამყოლის მომსახურება
⚠️ტურის ღირებულებაში არ შედის:
🛑 მიკროავტობუსით გადაადგილება თესალონიკიდან მეტეორაზე და მეტეორადან სალონიკამდე (ორმხრივი გზა);
🛑სამუზეუმო მოსაკრებელი -სალონიკის მუზეუმის და მეტეორას სამონასტრო კომპლექსების მოსაკრებელი;
🛑 შიდა გადაადგილება -ავტობუსისა და მეტროს ბილეთები.
📍დამატებით სავალდებულო ხარჯი ჯამში შეადგენს 130 €.
💥ნუ გამოტოვებთ შანსს, შემოგვიერთდით და გახადეთ ეს მოგზაურობა თქვენი ცხოვრების დაუვიწყარი ნაწილი!
☀️27-30 მარტი
💰ტურის ღირებულება:
✅950 ლარი
‼️ფასი ცვალებადია თვითმფრინავის ბილეთების ფასის შესაბამისად
➡️ გთხოვთ გაითვალისწინოთ:
🛑 რომ ავიაბილეთის ფასები ცვალებადია, იზრდება ტურის თარიღის მოახლოებასთან ერთად, ამიტომ სასურველია, ტური დაიჯავშნოს დროულად! ❕
🛑 ფასი მოცემულია 1 ადამიანზე 2-3-4 ადგილიან ნომერში განთავსების შემთხვევაში.
🛑 ტურის ღირებულება დაანგარიშებულია ავიაბილეთების მიმდინარე ფასით, მოგზაურობის მოახლოებასთან ერთად, ფასები მნიშვნელოვნად იზრდება, ამიტომაც სასურველია - დროულად დაჯავშნოთ ტური
🛑 დასაჯავშნად თავდაპირველად გვირიცხავთ (450 ლარს) - დანარჩენს სრულად ტურამდე 15 დღით ადრე
🛑 ავიაკომპანიის მხრიდან რაიმე ხარვეზზე - პასუხს არ აგებს ტურისტული კომპანია
🛑 საქართველოს საზღვრის გადაკვეთისთვის საჭიროაა ბიომეტრიული პასპორტი, რომელსაც ექნება ვადა მინიმუმ 6 თვე!
______
👉დეტალებისთვის მოგვწერეთ, დაგვიკავშირდით, ან სულაც დაპლიუსდით კომენტარებში ❤️
📱598 431 831 დავითი
📱555 23 04 44 მარი