ადამიანი Adamiani

ადამიანი Adamiani Adamiani - ადამიანი

“თუ წმინ­და ნი­ნომ მო­ი­ტა­ნა ჩვენ­თან ქრის­ტეს სარ­წმუ­ნო­ე­ბა, ნა­თე­ლი ქრის­ტე­სი, ასუ­რელ­მა მა­მებ­მა მოგ­ვი­ტა­ნეს...
22/05/2026

“თუ წმინ­და ნი­ნომ მო­ი­ტა­ნა ჩვენ­თან ქრის­ტეს სარ­წმუ­ნო­ე­ბა, ნა­თე­ლი ქრის­ტე­სი, ასუ­რელ­მა მა­მებ­მა მოგ­ვი­ტა­ნეს სა­მო­ნაზვნო ცხოვ­რე­ბა. ესეც არის უდი­დე­სი ნა­თე­ლი ქრის­ტე­სი. ეს არის გზა სუ­ლი­ე­რი სრულ­ყო­ფის, განღმრთო­ბის, ღმერ­თის თვი­სე­ბე­ბის მიმსგავ­სე­ბის“, - ამის შე­სა­ხებ სრუ­ლი­ად სა­ქარ­თვე­ლოს კა­თო­ლი­კოს-პატ­რი­არ­ქმა შიო III-მ ღირ­სთა ასუ­რელ­თა მა­მა­თა – იო­ა­ნე ზე­დაზ­ნე­ლი­სა და მო­წა­ფე­თა მის­თა ხსე­ნე­ბის დღეს ქა­და­გე­ბი­სას გა­ნა­ცხა­და.

“მა­ღალ­ღირ­სო მა­მაო გაბ­რი­ელ! ძვირ­ფა­სო მა­მე­ბო, დე­დე­ბო, ძმე­ბო და დებო, ამა მო­ნას­ტრის საძ­მოს მა­მე­ბო და ძმე­ბო! გი­ლო­ცავთ დღე­ვან­დელ დღეს – ღირ­სი იო­ა­ნე ზე­დაზ­ნე­ლის და მისი თორ­მე­ტი მო­წა­ფის ხსე­ნე­ბას, ჩვენ­თვის ძა­ლი­ან საყ­ვა­რე­ლი წმინ­და­ნე­ბის ხსე­ნე­ბას, რომ­ლებ­მაც სა­ქარ­თვე­ლო­ში მო­ი­ტა­ნეს სა­მო­ნაზვნო ცხოვ­რე­ბა და და­ა­არ­სეს მო­ნას­ტრე­ბი.

დღე­ვან­დე­ლი დღე და­ემ­თხვა აღ­დგო­მის წარ­გზავ­ნას. დღეს წირ­ვა­ზე სა­ხა­რე­ბა­ში წა­კი­თხუ­ლი იყო ასე­თი სი­ტყვე­ბი უფ­ლი­სა ჩვე­ნი­სა იესო ქრის­ტე­სი, ის ბო­ლო­ჯერ ესა­უბ­რა იუ­დე­ვე­ლებს და უთხრა: “სა­ნამ გაქვთ ნა­თე­ლი, ირ­წმუ­ნეთ ნათ­ლის, რომ იყოთ ძე ნათ­ლი­სა“ (ინ. 12, 36). შემ­დეგ კი ამ­ბობს: “მე ვარ ნა­თე­ლი სოფ­ლი­სა, რო­მე­ლიც მო­ვე­დი სოფ­ლად, რომ გქონ­დეთ ნა­თე­ლი და არ ია­როთ ბნელ­ში“ (ინ. 8, 12).

აი, ძვირ­ფა­სო ძმე­ბო და დებო, ეს ნა­თე­ლი მო­ი­ტა­ნა ჩვენ­თან წმინ­და ნი­ნომ, მო­ცი­ქულ­თას­წორ­მა და მო­ი­ტა­ნეს ათ­ცა­მეტ­მა ასუ­რელ­მა მა­მებ­მა. თუ წმინ­და ნი­ნომ მო­ი­ტა­ნა ჩვენ­თან ქრის­ტეს სარ­წმუ­ნო­ე­ბა, ეს ნა­თე­ლი ქრის­ტე­სი, რო­გორც გი­თხა­რით, ასუ­რელ­მა მა­მებ­მა მოგ­ვი­ტა­ნეს სა­მო­ნაზვნო ცხოვ­რე­ბა. ესეც არის უდი­დე­სი ნა­თე­ლი ქრის­ტე­სი. თუ შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას, ეს არის გზა სუ­ლი­ე­რი სრულ­ყო­ფის, განღმრთო­ბის, ღმერ­თის თვი­სე­ბე­ბის მიმსგავ­სე­ბის.

რომ წარ­მო­იდ­გი­ნოთ გან­სხვა­ვე­ბა ამათ შო­რის, შე­გახ­სე­ნებთ უფალ იესო ქრის­ტეს სა­უ­ბარს მდი­დარ ჭა­ბუკ­თან, რო­მე­ლიც ეკი­თხე­ბა მა­ცხო­ვარს, რა გა­ვა­კე­თო, რათა სა­უ­კუ­ნო ცხოვ­რე­ბა და­ვიმ­კვიდ­როო? უფა­ლი ეტყვის: “მცნე­ბე­ბი იცი: კაცი არ მოკ­ლა, არ მო­ი­პა­რო, არ იმ­რუ­შო, პა­ტი­ვი ეცი მა­მა­შენს, დე­და­შენს, არ მო­ი­პა­რო“ (მარკ. 10, 19) და ა. შ. ის ეტყვის, რომ ამ ყვე­ლა­ფერს ბავ­შვო­ბი­დან იცავ­და. მა­შინ, რომ არ ჰგო­ნე­ბო­და მას, რომ უკვე ყვე­ლა­ფერს მი­აღ­წია, უფალ­მა და­ამ­დაბ­ლა იგი და უთხრა: “თუ გინ­და, სრულ­ყო­ფი­ლე­ბას მი­აღ­წიო, მა­შინ მი­ა­ტო­ვე მთე­ლი შენი ქო­ნე­ბა, გა­ყი­დე, და­უ­რი­გე გლა­ხა­კებს, გა­მომ­ყე­ვი და გექ­ნე­ბა სა­უნ­ჯე ცათა შინა“ (მარკ. 10, 21).

აი, ძვირ­ფა­სო ძმე­ბო და დებო, ეს ორი გზა! თუ პირ­ვე­ლი გზა, რო­მელ­საც მი­უ­თი­თებს უფა­ლი: “და­ი­ცა­ვი მცნე­ბე­ბი, არა კაც კლა, არა იმ­რუ­შო“ და ა. შ. – ეს არის სა­ვალ­დე­ბუ­ლო ყვე­ლა ქრის­ტი­ა­ნის­თვის, რათა სული ვი­ცხო­ნოთ, აღ­სა­რე­ბა, ზი­ა­რე­ბა, სა­ეკ­ლე­სიო ცხოვ­რე­ბა, მარ­ხვა, ლოც­ვა და ა. შ. ეს არის ყვე­ლას­თვის, მაგ­რამ ეს მე­ო­რე სი­ტყვა, რა­საც უფა­ლი ამ­ბობს: “თუ გინ­და სრულ­ყო­ფი­ლი იყო, გა­ყი­დე მთე­ლი შენი ქო­ნე­ბა, და­უ­რი­გე გლა­ხა­კებს, გა­მომ­ყე­ვი და გექ­ნე­ბა სა­უნ­ჯე ცათა შინა“ – ეს უკვე არის გზა სრულ­ყო­ფი­ლე­ბი­სა. აქ კარ­გად ჩანს ეს ორი მხა­რე ქრის­ტი­ა­ნუ­ლი ცხოვ­რე­ბი­სა. ეს გზა მოგ­ვი­ტა­ნეს ჩვენ, სა­ქარ­თვე­ლო­ში და­ამ­კვიდ­რეს ღირ­სმა ასუ­რელ­მა მა­მებ­მა.

არის გარ­კვე­უ­ლი ცნო­ბე­ბი, თუ არ ვცდე­ბი, წმინ­და გრი­გოლ ფე­რა­ძე წერ­და, ის იკ­ვლევ­და ქარ­თულ მო­ნაზვნო­ბას და რო­გორც მახ­სოვს, ერთ ად­გი­ლას, თა­ვის სა­მეც­ნი­ე­რო ნაშ­რომ­ში ამ­ბობს, რომ ასუ­რელ მა­მე­ბამ­დე ძა­ლი­ან იშ­ვი­ა­თი კე­რე­ბი იყო სა­ქარ­თვე­ლო­ში მო­ნაზვნუ­რი ცხოვ­რე­ბის ტი­პის მსგავ­სი, ასე ვთქვათ, პა­ტა­რა კრე­ბუ­ლე­ბი – ერთი, ორი სამი, ძა­ლი­ან კან­ტი­კუნ­ტად იყო, მაგ­რამ ასუ­რელ­მა მა­მებ­მა მო­ი­ტა­ნეს ნამ­დვი­ლი მო­ნაზვნო­ბა თა­ვი­სი მთე­ლი წე­სით, გან­გე­ბით და ა. შ. ამან შეც­ვა­ლა სა­ქარ­თვე­ლო­ში ჩვე­ნი სუ­ლი­ე­რი ცხოვ­რე­ბა, გა­ნა­პი­რო­ბა შემ­დგო­მი გან­ვი­თა­რე­ბა. თქვენ იცით, ჩვე­ნი მო­ნას­ტრე­ბი იყო ძა­ლი­ან დიდი სა­მეც­ნი­ე­რო კე­რე­ბიც. სწო­რედ ეს მი­მარ­თუ­ლე­ბაა სრულ­ყო­ფი­ლე­ბი­სა, რომ­ლის­კე­ნაც ქარ­თვე­ლი ხალ­ხი ყო­ველ­თვის გან­სა­კუთ­რე­ბით მი­ილ­ტვო­და და დიდ სი­მაღ­ლე­ებ­საც მი­აღ­წია ჩვენ­მა ბევ­რმა წი­ნა­პარ­მა, ეს მათი მო­ტა­ნი­ლია და ამის­თვის ვმად­ლობთ მათ! უფალს ვმად­ლობთ მათი მოვ­ლი­ნე­ბის­თვის და ვმად­ლობთ ყოვ­ლად­წ­მინ­და ღვთის­მშო­ბელს, ვი­ნა­ი­დან, მინ­და, გა­გახ­სე­ნოთ, რომ რო­გორც წმინ­და ნინო მოგ­ვივ­ლი­ნა ჩვენ დედა ღვთის­მშო­ბელ­მა მისი გა­მო­ცხა­დე­ბით, სწო­რედ ასე ასუ­რე­ლი მა­მე­ბიც გა­მო­ე­მარ­თნენ სა­ქარ­თვე­ლო­ში ყოვ­ლად­წ­მინ­და ღვთის­მშობ­ლის გა­მო­ცხა­დე­ბის შემ­დეგ.

ალ­ბათ გახ­სოვთ მათი ცხოვ­რე­ბი­დან, რომ თვით კა­თა­ლი­კო­სი ევ­ლა­ვი­უ­სი და მეფე ფარსმა­ნი დახ­ვდნენ მათ, რო­დე­საც სა­ქარ­თვე­ლო­ში შე­მო­ვიდ­ნენ. რა­ტომ? იმი­ტომ, რომ უკვე იცოდ­ნენ მათი მნიშ­ვნე­ლო­ბა, რად­გან ან­გე­ლო­ზე­ბი გა­მო­ე­ცხა­და კა­თა­ლი­კოს ევ­ლა­ვი­უსს და უთხრეს, რო­გო­რი ადა­მი­ა­ნე­ბი მო­დი­ოდ­ნენ და რა მი­სია ეკის­რე­ბო­დათ მათ. ამი­ტომ პი­რა­დად გა­დი­ან კა­თა­ლი­კო­სი და მეფე მათ შე­სახ­ვედ­რად.

რო­გორც მათი ცხოვ­რე­ბი­დან ვი­ცით, პირ­ვე­ლად ისი­ნი მი­ვიდ­ნენ სვე­ტი­ცხო­ველ­თან, მა­შინ ჯერ კი­დევ მი­რონ­მდი­ნა­რე იყო წმინ­და ცხო­ველ­მყო­ფე­ლი სვე­ტი. ემ­თხვივ­ნენ სვეტს და შემ­დეგ დამ­კვიდ­რდნენ ამ წმინ­და ად­გილ­ზე, აქ ცხოვ­რობ­დნენ. აქაც ღვთის­მშო­ბე­ლი გა­მო­ე­ცხა­და მათ და და­ა­ვა­ლა, მთელ სა­ქარ­თვე­ლო­ში წა­სუ­ლიყ­ვნენ და მო­ნაზვნო­ბა და­ე­არ­სე­ბი­ნათ. რამ­დე­ნი­მე მათ­გა­ნი ეპის­კო­პო­სიც გახ­და, რო­გორც იცით და მრა­ვალ სას­წა­ულს ახ­დენ­დნენ. ისი­ნი დღემ­დე არი­ან ჩვე­ნი მფარ­ვე­ლე­ბი და ჩვენ­თვის მლოც­ვე­ლე­ბი.

დღეს ჩვენ ძა­ლი­ან ვი­ნუ­გე­შეთ, მა­მე­ბო, გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი მად­ლია ამ მო­ნას­ტერ­ში, გან­სა­კუთ­რე­ბით გვიყ­ვარს ყვე­ლას. ვე­ვედ­როთ ჩვენს ძვირ­ფას ღირს ასუ­რელ მა­მებს, რომ და­ი­ფა­რონ ჩვე­ნი ქვე­ყა­ნა – სა­ქარ­თვე­ლო – გა­ამ­თლი­ა­ნონ, გა­აძ­ლი­ე­რონ, ევედ­რონ უფალს ჩვე­ნი ქვეყ­ნის­თვის, ჩვე­ნი ეკ­ლე­სი­ის­თვის.

რა თქმა უნდა, და­ი­ფა­რონ და გა­აძ­ლი­ე­რონ ეს მო­ნას­ტე­რი, თქვენ, მამა გაბ­რი­ელ, მად­ლო­ბა თქვე­ნი მოღ­ვა­წე­ო­ბის­თვის. თქვე­ნი წი­ნამ­ძღო­ლო­ბით ეს მო­ნას­ტე­რი ღირ­სმა იო­ა­ნე ზე­დაზ­ნელ­მა და თორ­მეტ­მა ასუ­რელ­მა მა­მამ, მის­მა მო­წა­ფე­ებ­მა, და­ი­ფა­რონ, გა­აძ­ლი­ე­რონ და გა­ამ­რავ­ლონ. სა­ქარ­თვე­ლო­ში მო­ნაზვნო­ბა აა­ღორ­ძი­ნოს უფალ­მა მათი ლოც­ვით. ღმერ­თმა დაგ­ლო­ცოთ და გა­გაძ­ლი­ე­როთ!”, - გა­ნა­ცხა­და პატ­რი­არ­ქმა.

22/05/2026

რა მაგარია ასეთი მოქალაქეები რომ შემორჩა ამ ქვეყანას 🇬🇪❤️

დღევანდელი ფოტო ♥️“აჰა, ესერა რაიმე კეთილ, ანუ რაიმე მშვენიერ, არამედ დამკვიდრება ძმათა ერთად”...♥️
22/05/2026

დღევანდელი ფოტო ♥️
“აჰა, ესერა რაიმე კეთილ, ანუ რაიმე მშვენიერ, არამედ დამკვიდრება ძმათა ერთად”...♥️

28/04/2026

ფეისბუქ პოსტი შემხვდა, მამაკაცი წერდა
"ძაღლი დამეკარგა და ვინც მაპოვნინებს 5000 $ გადავცემ საჩუქრად" - ო

ხოდა მე რომ 5 წლის ასაკში დავიკარგე და მიპოვეს, ოჯახის ყველა წევრმა მცემა 🫠🫠🫠🫣🫣🤫🤫🤫

🤣😅🤣😅

28/04/2026

მარნეულიდან გამოგვაგდეს! - როგორ გადამარჩინა აქლემიანმა კაცმა? :O :O

"არ შეგვიძლია დავივიწყოთ, რომ ჩვენმა კაცთმოყვარე ერმა მძიმე ტანჯვა გამოიარა... როგორც კუნძულს მღვრიე ტალღები დიდი მდინარ...
28/04/2026

"არ შეგვიძლია დავივიწყოთ, რომ ჩვენმა კაცთმოყვარე ერმა მძიმე ტანჯვა გამოიარა... როგორც კუნძულს მღვრიე ტალღები დიდი მდინარისა, ისე მუდმივად გვადგა ირგვლივ ურიცხვი მტერი... ჩვენი წალეკვა უნდოდა სიბნელისა და ურწმუნოების მძვინვარე ტალღებს... ჩვენი ერი ზღაპრული ძალითა და ენერგიით ებრძოდა მუდამ მტერთა ურდოებს... პირველყოვლისა, ჩვენს ხალხს სწყუროდა არა მხოლოდ თავის გადარჩენა, არამედ გადარჩენა იმ დიდი მადლისა, რომელიც ქრისტეს წმიდა კვართს, მოციქულთა აქ მობრძანებას და ღვთისმშობლის მიერ ქალწული ნინოსთვის ბოძებულ ვაზის ჯვარს შემოჰყვა ჩვენში. ჩვენმა ეროვნულმა სულმა ქრისტიანობის მიღების შემდეგ ისე შეიყვარა მხოლოდშობილი ძე ღვთისა, რომ დაუნანებლად ვსწირავდით თავს ჩვენს ქვეყანაში ქრისტიანობის გადასარჩენად... და ჩვენ შევინარჩუნეთ ქრისტიანობა საქართველოში, და მისი მადლით შევინარჩუნეთ თვითმყოფადობა და ეროვნული ჩვენი სიცოცხლე."

პატრიარქი ილია II

საშობაო ეპისტოლე, 1981 წ.

28/04/2026

ირანში ისეთი რამ ხდება, რაც ისტორიაში ჯერ არ მომხდარა. :O

28/04/2026

მშობლები ამას მაშინ იგებენ როცა უკვე გვიანია ! :( :O

გულრწფელი პოზიცია როგორია თქვენი ?
28/04/2026

გულრწფელი პოზიცია როგორია თქვენი ?

???
27/04/2026

???

Dirección

Valencia

Teléfono

+995599707067

Página web

Notificaciones

Sé el primero en enterarse y déjanos enviarle un correo electrónico cuando ადამიანი Adamiani publique noticias y promociones. Su dirección de correo electrónico no se utilizará para ningún otro fin, y puede darse de baja en cualquier momento.

Contacto La Empresa

Enviar un mensaje a ადამიანი Adamiani:

Compartir