Elen’s easy food

Elen’s easy food Kontaktinformationen, Karte und Wegbeschreibungen, Kontaktformulare, Öffnungszeiten, Dienstleistungen, Bewertungen, Fotos, Videos und Ankündigungen von Elen’s easy food, Stuttgart.

შტოლენი - ეს არის გერმანული,ტრადიციული საშობაო ნამცხვარი,რომელსაც მიირთმევენ შობას🎄 უამრავი ვარიანტი არსებობს,მე შემოგთა...
25/12/2020

შტოლენი - ეს არის გერმანული,ტრადიციული საშობაო ნამცხვარი,რომელსაც მიირთმევენ შობას🎄 უამრავი ვარიანტი არსებობს,მე შემოგთავაზებთ ჩემს ვერსიას რომელიც მოვამზადე ხაჭოთი და რომლის მირთმევაც შეგიძლიათ გამოცხობისთანავე🥰
მაშ ასე დაგჭირდებათ:
2 კვერცხი
250 გრ ხაჭო (9%)
250 გრ ფქვილი
70 გრ კარაქი
100 გრ ჩირეული (სურვილისამებრ)
50გრ თხილეული (სურვილისამებრ)
1 ჩ/კ სიმინდის სახამებელი
10 გრ გამაფხვიერებელი
შაქარი გემოვნებით
1/2 ლიმონის წვენი და ცედრა
ვანილი
დარიჩინი
მომზადების წესი:
პირველ რიგში ჩირეულს დავასხათ ცხელი წყალი და დავტოვოთ დაახლოებით 10 წუთი,შემდეგ ავთქვიფოთ კვერცხი,დავამატოთ ხაჭო,ოთახის ტემპერატურის კარაქი,ლიმონის წვენი,ცედრა და შაქარი,კარგად ავთქვიფოთ,დავამატოთ გაცრილი ფქვილი,გამაფხვიერებელი ვანილი და დარიჩინი,მოვზილოთ ცომი,დავამატოთ ჩირეული და თხილეული,( ჩირეულს დავამატოთ კრახმალი და ისე შევურიოთ ცომის მასას) დამუშავებული ცომი გავაბრტყელოთ მივცეთ ოვალური ფორმა და გადავკეცოთ,გამოვაცხოთ 180°-ზე 45 წთ.უკვე გამომცხვარ შტოლენს წავუსვი გამდნარი კარაქი და მოვაყარე შაქრის ფხვნილი.გემრიელად მიირთვით♥️🎄

ბარბარობას გილოცავთ♥️ სულ ცხელ -ცხელია გერმანიიდან♥️😍🙏
17/12/2020

ბარბარობას გილოცავთ♥️ სულ ცხელ -ცხელია გერმანიიდან♥️😍🙏

მოგართვით ძალიან მარტივი კარაქის პეჩენიები🧈ინგრედიენტები:300 გრ ფქვილი150 გრ კარაქი80 გრ შაქარი1 კვერცხი1 ჩ/კ გამაფხვიერ...
20/11/2020

მოგართვით ძალიან მარტივი კარაქის პეჩენიები🧈
ინგრედიენტები:
300 გრ ფქვილი
150 გრ კარაქი
80 გრ შაქარი
1 კვერცხი
1 ჩ/კ გამაფხვიერებელი
გლაზურისთვის ინგრედიენტები:
1 კვერცხის ცილა
180-200 გრ შაქარი
მომზადების წესი:
ფქვილი,ცივი კარაქი,შაქარი,გამაფხვიერებელი,ვანილი და კვერცხი მოვათავსოთ ერთად და მოვზილოთ ცომი,მიღებული მასა ერთი საათი გავაჩეროთ მაცივარში,შემდეგ გავაბრტყელოთ ამოვჭრათ სასურველი ფორმები და გამოვაცხოთ 180°-ზე 10 წუთი.გლაზურისთვის კვერცხის ცილას დავუმატოთ შაქარის პუდრი ავურიოთ კარგად და წავუსვათ გამომცხვარ პეჩენიებს♥️

ეს ის არის შემოდგომას ყველაზე მეტად რომ უხდება 🍇🍂 სამწუხაროდ კახური ინგრედიენტები არაა,მაგრამ გერმანული ყურძნის წვენიც მ...
02/11/2020

ეს ის არის შემოდგომას ყველაზე მეტად რომ უხდება 🍇🍂 სამწუხაროდ კახური ინგრედიენტები არაა,მაგრამ გერმანული ყურძნის წვენიც მშვენივრად წავიდა 🤪
ინგრედიენტები:
1 ლ ყურძნის წვენი
200 გრ ფქვილი
მომზადების წესი:
დაახლოებით 300 მლ ცივ წვენში კარგად გავხსნათ ფქვილი,შემდეგ შევურიოთ დარჩენილ წვენს და დავდგათ გაზქურაზე,განუწყვეტლივ ვურიოთ სანამ არ გასქელდება და ბუშტებს არ გაიკეთებს,გემრიელად მიირთვით😋

მოგართვით ცხელ ცხელი კრემიანი ფუმთუშები იგივე პონჩიკი🍩 ვინაიდან გერმანიაში ყველაფერი დაკეტილია კვირა დღეს,შემოგთავაზებთ ...
18/10/2020

მოგართვით ცხელ ცხელი კრემიანი ფუმთუშები იგივე პონჩიკი🍩 ვინაიდან გერმანიაში ყველაფერი დაკეტილია კვირა დღეს,შემოგთავაზებთ მსხლის ლიმონათის გარეშე,რომელიც ჩემი აზრით ძალიან უხდება და ასოცირდება ბავშობასთან♥️
ინგრედიენტები ცომისთვის:
700 გრ ფქვილი
500 მლ რძე
1 კვერცხი
11 გრ საფუარი
3 ს/კ შაქარი
80 გრ კარაქი
1 პაკეტი ვანილი
მწიკვი მარილი

ინგრედიენტები კრემისთვის:
500 მლ წყალი
120 გრ შაქარი
120 გრ ფქვილი
15 გრ სახამებელი
1 პაკეტი ვანილი
მომზადების წესი:
თბილ წყალში გავხსნათ 1 ს/კ შაქარი,მარილი და საფუარი,საფუარი რომ გააქტიურდეს დავაცადოთ 7 წუთი,უკვე გააქტიურებული საფუარი დავუმატოთ ფქვილს,ასევე დავუმატოთ დარჩენილი ინგრედიენტები გამდნარი კარაქი,კვერცხი,დარჩენილი შაქარი და მოვზილოთ ცომი,შეგვიძლია ცოტა ფქვილიც დავამატოთ,გადავაფაროთ თავზე და დავტოვოთ სითბოში 40 წუთი,შემდეგ ზეთიანი ხელებით ჩავზილოთ ცომი კიდევ 20 წუთი გავაჩეროთ.
ეხლა კი ვამზადებთ კრემს,ცივ წყალს ვდგამთ გაზზე და ვამატებთ ფქვილს,შაქარს ვურევთ რომ კარგად გაიხსნას,თანდათან შესქელდება და მიიღებს ერთგვაროვან მასას,ბუშტებს რომ გაიკეთებს გადმოვდგათ გაზიდან დავუმატოთ ვანილი და გავაციოთ,კრემი ჯობია წინა დღეს მომზადდეს,რადგან ძალიან ცივი უნდა იყოს და წყლით მოამზადეთ აუცილებლად,რძით მომზადებული კრემი გაგიხეთქავთ პონჩიკებს.
შეგვიძლია გამოვაცხოთ ჩვეულებრივი კრემიანი პონჩიკები ან გავაბრტყელოთ ცომი,ჭიქის საშუალებით ამოვჭრათ ცომი და შუაში პატარა ხვრელი გავუკეთოთ,ცხვება ღრმა ჭურჭელში ძალიან ცხელ ზეთში ორივე მხარეს,მოვაყაროთ პუდრი და გემრიელად მივირთვათ🥰

კრემიანი ფუნთუშები იგივე პონჩიკი🍩ვინაიდან გერმანიაში კვირა დღეს ყველაფერი დაკეტილია შემოგთავზებთ მსხლის ლიმონათის გარეშე...
18/10/2020

კრემიანი ფუნთუშები იგივე პონჩიკი🍩ვინაიდან გერმანიაში კვირა დღეს ყველაფერი დაკეტილია შემოგთავზებთ მსხლის ლიმონათის გარეშე,რომელიც ძაან უხდება და ასოცირდება ბავშობასთან♥️
ინგრედიენტები ცომისთვის:

ჯანსაღი მსხლის დესერტი🍐 უგემრიელესი მარტივი და სწრაფად მოსამზადებელი😋ინგრედიენტები:1 მსხალიხაჭო,რიკოტა სურვილისამებრდარი...
17/10/2020

ჯანსაღი მსხლის დესერტი🍐 უგემრიელესი მარტივი და სწრაფად მოსამზადებელი😋
ინგრედიენტები:
1 მსხალი
ხაჭო,რიკოტა სურვილისამებრ
დარიჩინი
ნიგოზი ან სხვა თხილეული
თაფლი
მომზადების წესი:
გავჭრათ მსხალი შუაზე,კოვზის დახმარებით ამოვაცალოთ გული,გულში ჩავდოთ ხაჭო მოვაყროთ დარიჩინი და გამოვაცხოთ ღუმელში 180°-ზე 15 წუთი,უკვე გამომცხვარ მსხალს მოვაყაროთ დაჭრილი ნიგოზი და მოვასხათ თაფლი,გასაფორმებლად გამოვიყენე მანგო🥭 გემრიელად მიირთვით😋♥️

ხაჭოს ბლინი იგივე სირნიკი💛ოდნავ განსხვავებული ფერითაც და გემოთი😋 სიმინდის ფქვილი ამ რეცეპტში მატებს სიხრაშუნეს,კურკუმა-ფ...
04/09/2020

ხაჭოს ბლინი იგივე სირნიკი💛
ოდნავ განსხვავებული ფერითაც და გემოთი😋 სიმინდის ფქვილი ამ რეცეპტში მატებს სიხრაშუნეს,კურკუმა-ფერს უცვლის 🌞ხოლო ლიმონის წვენი და ცედრა აძლევს ნაზ გემოს და არომატს💛
ინგრედიენტები:
350 გრ ხაჭო
1 კვერცხის გული
50 გრ სიმინდის ფქვილი
1/2 ლიმონის ცედრა
1 ჩ/კ ლიმონის წვენი
2 ჩ/კ შაქარი
კურკუმა გემოვნებით
მომზადების წესი:
მოცემული ინგრედიენტები მოვათვსოთ ჯამში და კარგად ამოვურიოთ,შემდეგ მივცეთ სასურველი ფორმა და ზომა ამოვავლოთ კვლავ სიმინდის ფქვილში და შევწვათ ორივე მხარეს ზეთში💛 გემრიელად მიირთვით😋

Adresse

Stuttgart

Webseite

Benachrichtigungen

Lassen Sie sich von uns eine E-Mail senden und seien Sie der erste der Neuigkeiten und Aktionen von Elen’s easy food erfährt. Ihre E-Mail-Adresse wird nicht für andere Zwecke verwendet und Sie können sich jederzeit abmelden.

Verknüpfungen

Teilen